

დერგალი 1000მლ - არის უნიკალური საშუალება ფრინველის ექტოპარაზიტების მკურნალობისათვის, რომელიც იყენებს მწარმოებლის მიერ შემუშავებულ და დაპატენტებულ ფიზიკური მოქმედების მეთოდის ინფესტაციების კონტროლისთვის.
დერგალი განკუთვნილია ფრინველის წითელი ტკიპის (Dermanyssus gallinae), ვირთხის ტროპიკული ტკიპის (Ornithonyssus bacoti), ცვალებადი ტკიპის (Cnemidocoptes mutans), ჩრდ. გარეული ფრინველის ტკიპის (Ornithonyssus sylviarum), ასევე შავი ხოჭოს (Alphitobius diaperinus) და ფრინველის სხვა მავნებლების ინვაზიების აღმოსაფხვრელად.
მოქმედების ფიზიკური მექანიზმი
DERGALL® -ი არის არასამედიცინო დანიშნულების პროდუქტი, რომელიც ემყარება უნიკალურ 3D-IPNS™ ტექნოლოგიას (სამგანზომილებიანი შებოჭვის პოლიმერული ქსელის სტრუქტურა). ზედაპირზე მოხვედრისას, ის ქმნის ჰაერგამტარ, სამგანზომილებიან მოლეკულურ სტრუქტურას. ის იწვევს მავნებლის მექანიკურ შებოჭვას, რაც უზრუნველყოფს მათი პოპულაციების მნიშვნელოვან შემცირებას გამოყენებიდან 70 საათში. DERGALL® არ აჩერებს სამიზნე ართროპოდების ფიზიოლოგიურ პროცესებს. DERGALL®-ი არ მოქმედებს სისტემურად.
პროდუქტის შემადგენლობა: ემულსიის მაგვარი კონცენტრატი.
პოლიალკილენოქსიდით მოდიფიცირებული ჰეპტამეთილტრისილოქსანი
გამოყენება
დერგალის გამოყენება უნდა მოხდეს ხელის ან მექანიკური პნევმატური პულვერიზატორის გამოყენებით. გაფრქვევა უმჯობესია ღამით, დაბნელებიდან დაახლოებით 60 წუთის შემდეგ, როდესაც ფრინველები მსვიდად არიან და ტკიპის აქტივობა ოპტიმალურია (ისინი ტოვებენ სხვადასხვა განვითარების ეტაპზე მყოფ ბუდეებს, რაც უზრუნველყოფს უკეთეს ეფექტურობას) სასურველი ხსნარის მისაღებად, პულვერიზატორი უნდა გაავსოთ წყლით და დაამატოთ რეკომენდებული რაოდენობის დერგალი. უნდა მომზადდეს მხოლოდ სამკურნალოდ საჭირო რაოდენობის სითხე.
ჯგუფური გალიებისთვის, თავისუფალი მესაქონლეობისა და მეფრინველეობის მოშენება-გამოყვანის სისტემებისთვის დერგალის გამოყენება უნდა მოხდეს 1%-იანი კონცენტრაციით (10მლ დერგალი/1ლიტრი ონკანის წყალი), 100მლ/მ2 მოცულობით. შეაფრქვიეთ ყველა მოწყობილობას, ბზარებსა და ნაპრალებს, ბუდეებს, ლენტურ კვერცხშემკრებ ტრანსპორტერებს, ფირფიტისებრ კონვეირებსა და ქანდარებს.
დააკვირდით ინვაზიის დონეს, რათა გადაწყვიტოთ შემდეგი მკურნალობის საკითხი. რეკომენდებულია, აღნიშნული პრცედურის განმეორება პირველი გამოყენებიდან 5-7 დღის შემდეგ, განსაკუთრებით მწვავე ინვაზიების დროს. ამ პროცედურის მიზანია ჭუპრების განადგურება, რომლებიც ისეთი ადგილებიდან გადმოვიდნენ, სადაც ხსნარი არ მოხვდა. ინვაზიის დაბალი დონის შესანარჩუნებლად, საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ ყოველი 30 დღის შემდეგ.
დამატებითი რეკომენდაციები
დაუშვებელია დერგალის გამოყენება 30 დღეზე ადრე დიატომიტულ ნიადაგზე (ამორფული კრემნიუმის დიოქსიდი) პირველი გამოყენების შემდეგ, კრემნიუმის დიოქსიდის შემწოვი მახასიათებლების გამო.
უსაფრთხოება:
კონცენტრატი იწვევს თვალის სერიოზულ გაღიზიანებას. საზიანოა შესუნთქვის შემთხვევაშიც. ტოქსიკური გავლენა აქვს წყლის მიკრო ორგანიზმებზე ხანგრძლივი ეფექტებით. სამედიცინო რჩევის საჭიროების შემთხვევაში, თან იქონიეთ პროდუქტის კონტეინერი ან ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოერიდეთ მტვრის/ბოლის/გაზის/აეროზოლის/ორთქლის შესუნთქვას. მოერიდეთ გარემოში გაფრქვევას. ჩაიცვით დამცავი ხელთათმანები/დამცავი სამოსი/თვალის/სახის დამცავი აღჭურვილობა. თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ამოიბანეთ თვალები წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. თუ კონტაქტურ ლინზებს ატარებთ, ამოიღეთ ისინი და ამოიბანეთ თვალები. თუ გაღიზიანება კვლავ გაგრძელდება: მიმართეთ ექიმს. კონტეინერი გადააგდეთ საშიში ნარჩენების შემგროვებელ პუნქტში.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ხსნარი დაავადებული ფრინველის შემთხვევაში. პროდუქტის გამოყენებისას, უზრუნველყავით შესაბამისი ვენტილაცია. არ გამოიყენოთ, თუ სახლში ტემპერატურა აღემატება 35oc-ს.
მოქმედების ვადა: 4 წელი წარმოების დღიდან.
მწარმოებელი
ICB Pharma