ვებ-გვერდის მოხმარების წესები და პირობები

გამარჯობა, ქვევით თქვენ ნახავთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდის გამოყენების წესებს და პირობებსwww.pharmservice.ge ეკუთვნის შპსფარმ-სერვისი“ (/ 405162719) მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის . # 129.

Pharmservice.ge-იმ პერიოდულად შეიძლება ცალმხრივად შეცვალოს აღნიშნული წესები და პირობები ამიტომ გთხოვთ პერიოდულად ესტუმრეთ ამ ინფორმაციას და შეამოწმეთ განახლებული წესები და პირობები.

ჩვენ მიზანია რომ თქვენი მოლოდინები ზედმიწევნით შევასრულოთ, შესაბამისად თუ თქვენ აქ აღნიშნულ რომელიმე პირობას ან წესს არ ეთანხმებით მაშინ დაგვიკავშირდით და შევეცდებით ყველანაირად შევთანხმდეთ ამა თუ იმ წესის მიზანსა და აუცილებლობაზე.

მოდით დავიწყოთ:

  • თქვენ უნდა იყოთ სულ მცირე 18 წლის ან ვებ-გვერდს სტუმრობდეთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით, იმ წესების დაცვით, რასაც საქართველოს კანომდებლობა ითვალისწინებს.


 

  • თქვენ უნდა დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალობა. საიტის გარეთ Pharmservice.ge - არასოდეს მოგთხოვთ ამ ინფორმაციას. არ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია (განსაკუთრებით თქვენი მომხმარებლის სახელი და პარლი) მესამე პირებს რომ მათ არ გამოიყენ ეს ინფორმაცია თქვენი თანხმობის გარეშე. თუ ესეთი შემთხვევა მოხდა გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს რაიმე ზიანზე ან ზარალზე რომელიც შეიძლება მესამე პირების მიერ თქვენი ანგარიშის გამოყენებით თქვენ მოგადგეთ. გთხოვთ თუ ესეთი რამ მოხდა დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რომ დაგეხმაროთ შექმნილი პრობლემის მოგვარებაში


 

  • მნიშვნელოვანია რომ თქვენი პირადი მონაცემები იყოს სწორად შეყვანილი ჩვენს ვებ გვერდზე. განსაკუთრებით თქვენი მისამართი სადაც შესყიდული პროდუქტი გინდათ რომ მოგიტანოთ, თქვენი ელექტრნული მისამართი და მობილურის ნომერი. გთხოვთ შესყიდვისას გადაამოწმოთ გულდასმით ეს ინფორმაცია რადგან თუ რაიმე არასწორად არის მითითებული ჩვენ ვეღარ ვიქნებით პასუხისმგებელი თქვენი ამანათის დროულად მოტანაზე. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ამანათი დაიკარგოს კიდეც.


 

  • ჩვენ მადლობას გიხდით თქვენი პირადი ინფორმაციის მოწოდებისთვის და პირობას გაძლევთ რომ ეს ინფორმაცია იქნება მაქსიმალურად დაცული.


 

  • გთხოვთ თუ რაიმე პრობლემა წარმოიშვა, გამოიჩინოთ ჩვენი თანამშრომლების და საიტის მიმართ პატივისცემა და მოთმინება, ხოლო ჩვენ პირობას გაძლევთ რომ რა პრობლემაც არ უნდა იყოს შევეცდებით ზედმიწევნით გადავჭრათ, რაც შეიძლება სწრაფად.


 

  • შეგახსენებთ რომ თქვენი პირადი საბანკო ან საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებას. ჩვენ ამ ინფორმაციას არ ვინახავთ.


 

  • თქვენი Pharmservice.ge -ზე ვიზიტის დროს ჩვენ ვიყენებთ როგორც არაპირდაპირ ინფორმაციას (IP ინფრომცაის) ასევე “COOKIES” ტიპის ინფორმაციას. შეგახსენებთ რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ გამოიყენება თქვენი Pharmservice.ge -ზე ვიზიტის დროს და არ ხდება ჩვენს მიერ მისი შეგროვება. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენ ვიყენებეთ ისეთ ანალიტიკურ შესაძლებლობებს როგორიც არის GOOGLE ANALYTICS, FACEBOOK PIXEL COOKIES და სხვა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ მომსახურების გაუმჯობესება და შევძლოთ თქვენზე მორგებული მარკეტინგული შემოთავაზებების გაკეთება რომ თქვენ უფრო მეტი ბედნიერება მოგიტანოთ Pharmservice.ge -ზე შოპინგის პროცესმა. არ დაგავიწყდეთ რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლია უკან მოითხოვოთ პერსონალური ინფორმაცია.


 

  • Pharmservice.ge -ზე განთავსებული ყველა ინფორმაცია, სურათი, სავაჭრო ნიშანი თუ ლოგო წარმოადგენს ჩვენი ან ჩვენი პარტნიორების ინტელექტუალურ ქონებას ამიტომ გთხოვთ არ მოახდინოთ ამგვარი ინფორმაციის, სურათის, სავაჭრო ნიშნის ან ლოგოს, რეპროდუცირება, გამოქვეყნება, კოპირება, დამუშავება ან გავრცელება უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ამგვარი ქმედება კანონით არის აკრძალული


 

  • რადგან ჩვენ ვართ ელექტრონული პლატფორმა შესაძლებელია რომ მოხდეს პროდუქტის შესახებ ინფორმაციის არევა ან შეცდომით წარმოდგენა საიტზე, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს. ესეთი შემთხვევები ძალიან იშვიათი იქნება მაგრამ თუ მოხდა Pharmservice.ge -ზე განთავსებულ თქვენი შეკვეთის გაუქმება, რათქმაუნდა თქვენს მიერ გადახდილი თანხა დაუყოვნებლივ დაგიბრუნდებათ უკან ანგარიშზე.


 

  • ჩვენს ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის Visa და Mastercard ბარათის მეშვეობით. უცხოური Visa/Mastercard ბარათი და Amex ბარათი ჯერჯერობით არ მიიღება.


 

  • Pharmservice.ge -ზე პროდუქტის შეძენა ძალიან იოლია - აირჩიეთ პროდუქტი, მოათავსეთ თქვენს კალათაში და დააჭირეთყიდვის გაგრძელება “-ის ღილაკს და მერე მიყევით ინსტრუქციას.


 

  • შეძენილი ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ info@pharmservice.ge


 

  • მიტანის ღირებულება დამოკიდებულია თქვენს მიერ მითითებუილ მიტანის მისამართზე. თბილისის მაშტაბით მიტანის ღირებულება არის 5 ლარი, ხოლო თბილისის გარეთ რეგიონებში მიტანის ღირებულება არის 10 ლარი. ჩვენი


 

  • თბილისის მაშტაბით - თუ თქვენ გააკეთეთ შესყიდვა 18:00 საათამდე მაშინ თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტს ჩვენ მოგიტანთ მეორე დღის 18:00 საათამდე, ანუ არაუგვიანეს 24 საათში. ხოლო თუ შეკვეთა განხორციელდა 18:00 საათის შემდეგ მაშინ თქვენს შეძენილ პროდუქტს მოგიტანთ ზეგ 18:00 საათამდე ანუ არაუგვიანეს 48 საათში. რეგიონში მოსატან შეკვეთებს მოგიტანთ შეკვეთის განთავსებიდან 3-5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ რეგიონში ამანათის მოტანის შემხვევაში, რომ ჩვენი კურიერები დაგიკავშირდებიან წინასწარ რომ შეგითანხმონ მოტანის დრო. შეკვეთის განთავსებიდან არაუგვიანეს 36 საათში.

პანდემიის მიერ საცალო სექტორში გამოწვეული შეზღუდვების გამო, ამანათების მიტანას შეიძლება დასჭირდეს 24 საათით მეტი ვედრე Pharmservice.ge -ის სტანდარტულ ვადებშია მითითებული 

მადლობას გიხდით ამ ინფორმაციის წაკითხვისთვის და გისურვებთ ბედნიერ შოპინგს Pharmservice.ge -ზე.


 

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზეinfo@pharmservice.ge