ფარმ-სერვისი - ინოვაციური და უსაფრთხო პროდუქტები

 

გუნდი:

       ფარმ-სერვისი ჩვენი ოჯახია.

       ის, რასაც ჩვენი პატარა გუნდი აკეთებს ყოველდღე, ნაკლებად ჰგავს მუშაობას, ჩვენ ვახერხებთ საქმისა და დასვენების შერწყმას

       ჩვენ გვჯერა, რომ უნდა არსებობდეს წონასწორობა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, რაც საშუალებას მოგვცემს ოჯახთან ერთად მეტი ბედნიერი, სასიამოვნო დრო გავატაროთ.

       ჩვენ პატარა ოფისში სულ რამდენიმე ადამიანი ვართ და თითოეული ჩვენგანი იზიარებს ერთი და იგივე ხედვას და ღირებულებებს, ასევე კომპანიის მისიას და გატაცებას.

       ათწლეულების გამცდილების მქონე, ფარმაცევტების და ფინანსისტების ჯგუფი საგულდაგულოდ ვარჩევთ პროდუქტებს, რომელიც უნდა მივიტანოთ ჩვენს მომხმარებლამდე. ეს ის პროდუქტებია, რომელიც პირველ რიგში ჩვენს ოჯახებში შეგვაქვს და თავად ვიყენებთ.

       ჩვენ გვსურს, თავად გადავწყვიტოთ, როგორ ვიცხოვროთ - და ჩვენ ვცხოვრობთ შეგნებულად.

კომპანია

დღეს როდესაც სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია ათასობით სხვადასხვა საქონლით, რთულია მომხმარებელი დააინტერესო შენი პროდუქტით.

სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, არჩევანი გავაკეთოთ მხოლოდ იმ პროდუქციაზე, რომელიც გამორჩეული იქნება ან წარმოებისა და მოქმედების ინოვაციებით და/ან ყველაზე უსაფრთხო შემადგენლობით.

21-ე საუკუნეში მომხმარებლებს სურთ იცოდნენ, საიდან მოდის მათი საქონელი, ვინ აწარმოებს მას და რა გავლენას ახდენს ის მათ ორგანიზმზე. უფრო და უფრო იზრდება მომხმარებლის თვითშეგნება და ის უკვე ზრუნავს არამხოლოდ საკუთარი თავისა და ოჯახის კეთილდღეობაზე, არამედ გარემოსა და მთლიანად ჩვენს პლანეტაზე - დედამიწა, ხომ ჩვენი საერთო სახლია.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე გვინდა გამოვყოთ ჩვენი 2 ძირითადი პარტნიორი კომპანია ICB Pharma  - პოლონეთი და Attitude - კანადა

·       ICB Pharma-ს პროდუქტები საუკეთესო მაგალითია ყველაზე თანამედროვე გადაწყვეტილებებისა, სადაც უახლესი ქიმიური და ბიოლოგიური მიღწევების გამოყენება, ხდება ისე, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანებზე და გარემოზე არასასურველი ზეგავლენა

·       ATTITUDE® არის კანადაში დაარსებული  კომპანია, რომელიც აწარმოებს პირადი და საყოფაცხოვრებო ჰიგიენის ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებს და ამით ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. ATTITUDE®-ის ყველა პროდუქტი შეესაბამება ხარისხის და გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებს

 

დიდი საქმეები არასოდეს არ დაიწყება, თუ არ გამოხვედი კომფორტის ზონიდან!

ვხედავთ რა, რომ თანამედროვე მყიდველის ქცევა, სულ უფრო მეტად იცვლება და მეტად გადადის ინტერნეტ სივრცეში - გადავწყვიტეთ საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემდა პროდუქციის ფასიც მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა და პირდაპირი ურთიერთობა გვქონოდა ჩვენს მომხმარებელთან.

Pharmstore.ge - არის თქვენი ონლაინ მაღაზია, სადაც ფარმაცევტული პროდუქტების,  სამედიცინო საშუალებების, ბავშვის მოვლის და კოსმეტიკის  საგულდაგულოდ შერჩეული ასორტიმენტი დაგხვდებათ. ონლაინ მარტივი გადახდის საშუალებით ჩვენს პლატფორმაზე შესაძლებელია, შეარჩიოთ სასურველი პროდუქტი, შეუკვეთოთ და მიიღოთ განსაზღვრულ ადგილზე მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად.

 

გუნდის დაპირება და მიზანი

ჩვენი კომპანიის მიზანია, რომ გარდაქმნას და ახალ ნიშნულზე აიყვანოს ონლაინ შოპინგის გამოცდილების ხარისხი საქართველოში. ჩვენი გუნდის მზრუნველი წევრები მუდამ მზად არიან დაგეხმარონ, მოგაწოდონ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია როგორც ჩვენი ეთიკური პარტნიორი კომაპნიების, ისე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და  სამედიცინო, კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების  ხარისხის კონტროლის სფეროშო მოღვაწე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე.

ჩვენი მიზანია Pharmstore.ge გახდეს მაღალი ეთიკის სტანდარტის მქონე მაღაზია მთელი ოჯახისთვის, რომელსაც ექნება მომხმარებლის ნდობის მაღალი ხარისხი.

 

აქვე ისმის ლეგიტიმური კითხვა, თუ რატომ უნდა გვენდოთ ჩვენ?

 

ყოველდღიურად ვდგებით ათასობით სხვადასხვა გადაწყვეტილების წინაშე. ზოგი მათგანი მარტივია, ზოგი კი უბრალოდ დამაბნეველიც! გვაინტერესებს: ნამდვილად არის თუ არა ქიმიური ფილტრები ჩემს მზისგან დამცავ კრემში? რა ხდის ჩემს კბილის პასტას პიტნისფერს? რას გადასანსლავს ჩემი ბავშვი, თუ ის ჩემს ახლად გაწმენდილ იატაკს გალოღნის? რატომღაც, რაც უფრო მეტს ეკითხებით საკუთარ თავს თქვენი პირადი მოვლისა და საწმენდი საშუალებების შესახებ, მით უფრო რთულდება ყველაფერი. მაგრამ ამ გადაწყვეტილებების მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მრავალი პროდუქტი აცხადებს, რომ არის უსაფრთხო ან ჯანსაღი. მაგრამ რომელი მათგანია ნამდვილად თავისუფალი სახიფათო ინგრედიენტებისგან?

ზოგიერთი ორგანიზაცია და სერთიფიკატი (როგორიცაა მაგ,: EWG verified), არსებობს იმისთვის, რათა დაგვეხმაროს ისეთი პროდუქტების პოვნაში, რომლებსაც შეგვიძლია ვენდოთ. გსურთ გადალახოთ გაურკვევლობა და დარწმუნებული იყოთ, რომ ყიდულობთ ნატურალურ პროდუქტებს?  ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ, რომ თქვენ შეძლოთ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები სოციალური მედიის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მიღების გარეშე.

ასევე ისმის კითხვა:

ინფორმაციის რამდენი წყაროა მართლაც დამოუკიდებელი? რომელ ორგანიზაციებს შეგიძლიათ დაეყრდნოთ, რათა მიიღოთ მიუკერძოებელი ინფორმაცია მომხმარებლის უსაფრთხოების შესახებ? აქ არის ჩვენი სამი სახელმძღვანელო სამომხმარებლო ინფორმაციის სანდო წყაროს მოსაძებნად:

1.     შეარჩიეთ ინფორმაციის წყაროები, რომლებიც არ ფინანსდება რეკლამის განმთავსებლების ან კომერციული კომპანიების მიერ

2.     აირჩიე რჩევა, რომელიც დაფუძნებულია სამეცნიერო კვლევებზე

3.     მოძებნეთ მომხმარებლების ინფორმირებისთვის ალტრუისტული მიზნით შექმნილი წყაროები

სწორედ ამ სახელმძღვანელოს ვიყენებთ ჩვენ და ამასთან ჩვენ ღიად და გამჭვირვალედ მოგაწვდით ინფორმაციას ყველა ჩვენი მწარმოებლისა და მათი პროდუქტების შესახებ, სრულად გაჩვენებთ და დაგეხმარებით მათი ეტიკეტების და ინსტრუქციების წაკითხვაში. თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ მწარმოებლის შერჩევის საწყის ეტაპზეც მკაცრი კრიტერიუმებით ვსარგებლობთ.