- -35%
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი 75მლ
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი 75მლ სამედიცინო საშუალება თავის დატილიანების (Pediculus humanus capitis) საპრევენციოდ.
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი მოქმედებს ფიზიკური მოქმედების გზით. ის ქმნის დამცავ აპკს თმის ზედაპირზე, რომეიც ხელს უშლის პარაზიტების კოლონიზაციას. ეს მექანიზმი აღმოფხვრის დატილიანებას და ამცირებს განმეორებითი ინვაზიის რისკს.
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი - თმაზე ყველანაირი მძიმე შეგრძნების და ლაქების გარეშე
დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან და უსაფრთხოა, ასე რომ მისი გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად
·
გამოყენების წესი :
გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ
დაიტანეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი გლუვად ყოველ დღე მშრალ თმაზე სკოლაში წასვლამდე. შეისხურეთ თმიდან 15სმ-ის დაშორებით.
ნიტოლიკი პრევენ პლუსი გამოიყენეთ სულ ცოტა ორჯერ კვირაში ან უფრო ხშირად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თავის ტილი შეინიშნება თქვენი შვილის გარემოში (მაგ. სკოლაში ან ბაღში). დაცვა გრძელდება თმის პირველ დაბანამდე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოხმარებასთან დაკავშირებით
აარიდეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი თვალებს , პირის ღრუს, ცხვირს და ყელს.
თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ წყლით 10-15 წთ-ის განმავლობაში. თუ გამოიწვია გაღიზიანება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისთვის . არ გამოოიყენოთ ჭრილობაზე ან გაღიზიანებულ კანზე.
გამოიყენეთ უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ.
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი უნდა დაიტანოთ პირდაპირ სკალპზე , თმაზე და ტანსაცმელზე, 15 სმ დისტანციის დაშორებით . ნიტოლიკი პრევენტ პლუსი უნდა იყოს გამოყენებული კედლების, ავეჯის და სხვა საგნებისგან დაშორებით , ოთახში ადვილად გარეცხვადი კედლებით და იატაკით.
შეინახეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი თანმხლებ შეფუთვაში.
დამატებითი რჩევები თავის ტილის ინფექციის პრევენციისთვის და თავის ტილის გავრცელების წინააღმდეგ:
· არ მისცეთ უფლება ბავშვს გაცვალოს თმის რეზინა, ქუდი და თმის სხვა აქსესუარები.
· გაწმინდეთ სავარცხელი რეგულარულად; არ ათხოვოთ ის სხვა ბავშვებს.
· არ განათავსოთ ქურთუკები და ჟაკეტები ერთმანეთთან ახლოს; მოათავსეთ ისინი პარკში.
· შეიკარით გრძელი თმა.
· რეგულარულად შეიმოწმეთ თმა; დაივარცხნეთ თმა წვრილი და სუფთა კბილის მქონე სავარცხლით.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ პრეპარატი რომელიმე ინგრედიენტისადმი ალერგიის არსებობის შემთხვევაში. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში შეწყვიტეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსის გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
· არ დაიტანოთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი ჭრილობებსა და გაღიზიანებულ კანზე.
· არ გამოიყენოთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
· არ მოახმაროთ 2 წლამდე ბავშვებში, ექიმთან კონსულტაციის გარეშე
· არ გამოიყენოთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი თუ შეფუთვა დაზიანებულია.
შესაძლო გამოყენება ორსულობისა და/ან ლაქტაციის დროს:
გამოყენების წინ რეკომენდებულია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
შემადგენლობა:
PEG 12 დიმეთიკონი,
ჰიდროლიზებული ხორბლის პროტეინი,
ჩაის ხის (Melaleuca alternifolia) ფოთლის ზეთი,
პიტნის (Mentha piperita) ზეთი,
ლავანდის (Lavandula officinalis) ზეთი,
PEG-40,
ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი,
ფენოქსეთანოლი/ეთილჰექსილგლიცერინი,
წყალი.
შენახვა:
შეინახეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი მშრალ, ბნელ გარემოში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25⁰C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
ცარიელი შეფუთვა გადამუშავებადია
თუ თქვენი შვილი უკვე ინფიცირებულია თავის ტილით,
გამოიყენეთ ნიტოლიკ-ის სხვა საშუალებები, იმისათვის რომ აღმოფხვრათ ინფექცია.