რატომ ირჩევენ დედები ATTITUDE/ატიტუდის Baby leaves კოლექციას?

 

კანის მოვლის საშუალებებში შემავალი სხვადასხვა მცენარეული ინგრედიენტის სარგებელი ჯანმრთელობისთვის ხშირად გადაჭარბებულია იმ დონემდე, რომ ისინი ჯადოსნურ ელექსირებად გვეჩვენება.

ATTITUDE/ატიტუდი Baby ნატურალურ ტანის ლოსიონში შემავალი ინგრედიანტები ამ მიდგომას ამსხვრევს!

ჩვენს ლოსიონში შემავალი მცენარეების სარგებელი მეცნიერულად არის დასაბუთებული და კვლევებით გამყარებული!


ATTITUDE/
ატიტუდის ნატურალური ტანის ლოსიონ შეიცავს:


მოცვის
ფოთლის ექსტრაქტ

მორინგას თესლის ექსტრაქტ

ავოკადოს ზეთს

ში კარაქს

 

მოცვი - მოცვს მედიცინაში გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს

ანტიოქსიდანტები - მოცვის ანტიოქსიდანტური თვისებები ძალიან მაღალია სხვა ხილთან შედარებით. მისი ნაყოფის ეს უპირატესობა კარგად არის ცნობილი, მაგრამ ბევრმა არ იცის რომ მოცვის ფოთოლიც ხასიათდება მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ის შეიცავს უნიკალურ ნაერთს რომელიც ცნობილია როგორც ქლოროგენული მჟავა, რომელსაც აქვს ჟანგბადის რადიკალების შთანთქმის ერთერთი ყველაზე მაღალი უნარი ყველა ბუნებრივ ნივთიერებას შორის

შეიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა :

ფლავონოიდები - ქვერცეტინი და კატეხინი

ამინომჟავებიუპირატესად გლუტამინის მჟავა და ვალინი,

ვიტამინები - A, C. B2, B1, B3

მინერალები - ალუმინი, ბორი, კალციუმი, სპილენძი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, ნიკელი, ფოსფორი, კალიუმი, სილიციუმი, გოგირდი, თუთია.

მოცვის უპირატესობები ბავშვის კანისთვის:

     1.  აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას 

     2.     ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას

     3.     ამცირებს ანთებას, რაც ხშირად თან ახლავს აკნე.
     4.     ამცირებს ეგზემისა და ფსორიაზის გამოვლინებებს

      5.     აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას 

მორინგა მიეკუთვნება უძველეს აიუვერდულ სამკურნალო მცენარეს. კომპლექსური ეფექტიურობის წყალობით მორინგას ხეს ასევე უწოდებენ სასწაულმოქმედ ხეს, გამწმენდ ხეს. მას დედის საუკეთესო მეგობარსაც კი უწოდებენ.

 

ცილები, ლიპიდები და ნახშირწყლებით მდიდარი მორინგას თესლი, ასევე არის მინერალების, მიკროელემენტების და ბიოაქტიური ნაერთების წყარო, როგორიცაა ფლავონოიდები, საპონინები, სტეროლები, ფიტატები და ტრიფსინის ინჰიბიტორები.

მორინგა არის ვიტამინების ერთ-ერთი უმდიდრესი წყარო - იგ შეიცავს A, B ჯგუფის (B1, B2, B3, B6) C , D, E და K ვიტამინებს.

მინერალებიდან აღსანიშნავია - კალციუმი, ფოსფორი, რკინა, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, იოდი და მანგანუმი.

 

საინტერესოა, რომ მორინგა შეიცავს:

17 ჯერ უფრო მეტ კალციუმს, ვიდრე რძე

25 ჯერ უფრო მეტ რკინას, ვიდრე ისპანახი

15 ჯერ უფრო მეტ კალიუმს, ვიდრე ბანანი

9 ჯერ უფრო მეტ პროტეინს, ვიდრე იოგურტი

10 ჯერ უფრო მეტ ვიტამინ A, ვიდრე სტაფილო

 

მორინგას უპირატესობები ბავშის კანისთვის:

 

·       ის წარმოქმნის კანის დამცავ ბარიერს - მორინგას თესლის ექსტრაქტი მისი გამწმენდი მოქმედებით ამცირებს დამაბინძურებელი ნივთიერებების ადჰეზიას და ახდენს კანის დეტოქსიკაციას.

·       აღადგენს გარემოს დაბინძურებით გაღიზიანებულ კანს, აქრობს გამონაყარსა და ნაწიბურებს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

·       კვებავს მშრალ კანს - მორინგა ძალიან სასარგებლოა ჩვილებში, რადგან ის უზრუნველყოფს, რომ ჩვილის მგრძნობიარე კანი იყოს დატენიანებული, გლუვი და ჯანმრთელი.

 

ავოკადო - მარადმწვანე ხეხილოვან მცენარე. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მკვიდრი ხალხი, საიდანაც მოდის ავოკადო, მას ალიგატორის მსხალ უწოდებენ.

ავოკადოს (ზეთის) სასარგებლო თვისებები განისაზღვრება მისი შემადგენლობით:

შეიცავს 30%-მდე ცხიმებს, 1,6–2,1% პროტეინს,

ვიტამინებს B1, B2, С, D E, K, PP და სხვა;

მინერალებიდან აღსანიშნავია: კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი და ფოსფორი, რკინა, თუთია, იოდი, სპილენძი, მანგანუმი, ფტორი, მოლიბდენი;

მასში ბევრია ანტიოქსიდანტი და უჯრედისი.

მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები - ოლეინის მჟავა

შაქარს თითქმის არ შეიცავს.

 

ავოკადოს ზეთში შემავალი მონოუჯერი მჟავები (ოლეინის მჟავა) უზრუნველყოფენ მის ღრმად შეღწევას დერმაში (კანის შუა შრე) და ამგვარად ხდება ავოკადოს შემადგენლობაში შემავალი ყველა სასარგებლო ინგრედიენტის მიწოდება  უჯრედებისთვის.

 

ავოკადოს ზეთის უპირატესობები კანისთვის:

·       ატენიანებს კანს

·       ამსუბუქებს ეგზემის სიმპტომებს - ეგზემა კანის დერმატიტის მსუბუქი ფორმაა. ის შეიძლება, ადამიანს როგორც ჩვილობის ან ადრეული ბავშვობის, ისე ზრდასრულ ასაკშიც გაუჩნდეს. ეგზემის სიმპტომებია: კანის გაწითლება, აქერცვლა, მისი უსწორმასწორო ზედაპირი, გარქოვანება და ძლიერი ქავილი. ეგზემა ყოველ მეათე ბავშვს ემართება. თუ თქვენ ან თქვენს პატარას გაქვთ ეგზემისადმი მიდრეკილი კანი, ავოკადოს ზეთი შემცველი ჩვენი ლოსიონი, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. ის დაატენიანებს კანს და შეამსუბუქებს ეგზემით გამოწვეულ ქავილს.

·       აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

შიის კარაქი - Butyrospermum parkii (shea) butter

 

შიის კარაქი უსაფრთხოა ყველა ტიპის კანისთვის. ის არ შეიცავს ქიმიურ გამაღიზიანებლებს, რომლებიც აშრობს კანს და ახშობს ფორებს.

ეს მცენარეული ლიპიდი მიღებულია კარიტეს ხისგან და გამოიყენება როგორც დამარბილებელი საშუალება კოსმეტიკაში. შიის კარაქს აქვს განსაკუთრებით გამოკვეთილი დამატენიანებელი ეფექტი, ის ამშვიდებს და აგლუვებს კანს, აძლიერებს რქოვანი შრის ლიპიდურ ბარიერს.

შიის კარაქი მდიდარია A და E ვიტამენიბეით და არის ანტიოქსიდანტების წყარო.

შიის კარაქი შეიცავს კანის შემავსებელ ცხიმოვან მჟავებს (სტეარინის, ოლეინის, პალმიტინის და ლინოლენის), რომლებიც უზრუნველყოფენ კანის დატენიანებას. იგი აღადგენს ბარიერს კანსა და გარემოს შორის, ასე უზრუნველყოფს ტენის შეკავებას და ამცირებს კანის გამოშრობის რისკს.

შიის კარაქს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - კანზე დატანის შემდეგ ის აქვეითებს ციტოკინებისა და სხვა ანთების მედიატორების გამომუშავებას და ასე ამცირებს კანის ანთებით მდგომარეობას (მაგ.: ეგზემა).

შიის კარაქი საუკეთესო ინგრედიენტია ისეთი პროდუქტებისთვის, რომელიც შექმნილია მშრალი, ატოპიური და დაზიანებული კანისთვის.


იმის გამო, რომ შიის კარაქი შეიძლება იყოს დაბინძურებული მინარევებით, მისი გაყიდვა ევროპაში შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებელი ლაბორატორიის ანალიზის შემდეგ. შიის კარაქით პროდუქციის შეძენისას სასურველია ყურადღება მიაქციოთ შესაბამის სერტიფიკატებს.

 

ATTITUDE/ატიტუდ Baby ნატურალური ტანის ლოსიონი:

 

        დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან, რომელიც მიღებულია მცენარეებისა და მინერალებისგან.

        EWG VERIFIED™ ნიშანი, ატიტუდის შეფუთვაზე ნიშნავს, რომ თქვენს მაგივრად ჩვენს ეტიკეტს გაეცნო პროფესიონალთა დიდი ჯგუფი და მათ ჩვენს პროდქციას მიანიჭეს ყველაზე მაღალი შეფასება

        ლოსიონი ზღუდავს დამაბინძურებელი ნივთიერებების ადჰეზიას და ამცირებს მათ შეღწევას ბავშის კანში

        დერმატოლოგიურად შემოწმებული, ჰიპოალერგიული ლოსიონი ტესტირებულია დამოუკიდებელ ლაბორატორიაში.

        არ შეიცავს პოტენციურად საზიანო კონსერვანტებს

        არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს, აქვს მსუბუქი მოტკბო სუნი.

        ნაზი ფორმულა, ჭარბი ცხიმოვანების გარეშე, ადვილად დაიტანება კანზე.

 

ATTITUDE (ატიტუდი)-ის Baby leaves პროდუქტები - საუკეთესო, რაც თქვენს პატარას შეგიძლიათ მისცეთ!