ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი ხშირად მოიხსენიება, როგორც ეგზემა (საქართველოს მოსახლეობაში გავრცელებული ტერმინია ასევე დიათეზი ), კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწყება ბავშვთა ძალიან ადრეულ  ასაკში. ატოპიუ დერმატიტს ახასიათებს სიმშრალე, ქავილი, აქერცვლა, სიწითლე. გვხვდება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

მკურნალობის ზოგადი რეკომენდაციები:

ატოპიური დერმატიტის  მკურნალობის ძირითადი პრინციპი  დაფუძნებულია  კანის სწორ მოვლაზე,  სრულფასოვან  დატენინებაზე და გამწვავებების მკურნალობაზე. მნიშვნელოვანია, რომ კანი იყოს მუდმივად დატენიანებული.

  • კანის დატენიანება - მისი ბარიერული ფუნქციის აღდგენა.

  • საჭიროა გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილება და ალერგენებთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა

  • დაბანა შესაძლებელია ყოველდღიურად, დაბანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 წუთს, წყლის ტემპერატურა სასურველია იყოს 37ºC.

მედიკამენტები ატოპიური დერმატიტის დროს ექიმის მითითებით ინიშნება, მხოლოდ გამწვავებების დროს და მიმართულია  გამოხატული სიმპტომების  საწინააღმდეგოდ.

რატომ ირჩევენ დედები ATTITUDE/ატიტუდის Baby-ის ნატურალურ ტანის ლოსიონს?

 

ATTITUDE/ატიტუდ Baby ნატურალური ტანის ლოსიონი შეიცავს:

 

1.    მოცვის ფოთლის ექსტრაქტს - აქვს დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება ბავშვის ნაზი კანის დასაცავად, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ამცირებს ეგზემისა და ფსორიაზის გამოვლინებებს.

2.    მორინგას თესლის ექსტრაქტს - წარმოქმნის კანის დამცავ ბარიერს და ამცირებს დამაბინძურებელი ნივთიერებების ადჰეზიას, ახდენს კანის დეტოქსიკაციას.

მორინგას ხეს ასევე უწოდებენ სასწაულმოქმედ ხეს, მას დედის საუკეთესო მეგობარსაც კი უწოდებენ.

ცილებით, ლიპიდებით და ნახშირწყლებით მდიდარი მორინგას თესლი, ასევე არის მინერალების, მიკროელემენტების და ბიოაქტიური ნაერთების წყარო.

მორინგა არის ვიტამინების ერთ-ერთი უმდიდრესი წყარო - იგი შეიცავს A, B ჯგუფის (B1, B2, B3, B6) C , D, E და K ვიტამინებს.

მინერალებიდან აღსანიშნავია - კალციუმი, ფოსფორი, რკინა, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, იოდი და მანგანუმი.

3.    ავოკადოს ზეთს - ავოკადოს ზეთში შემავალი მონოუჯერი მჟავები (ოლეინის მჟავა) უზრუნველყოფენ მის ღრმად შეღწევას დერმაში (კანის შუა შრე) და ამგვარად ხდება ავოკადოს შემადგენლობაში შემავალი ყველა სასარგებლო ინგრედიენტის მიწოდება  უჯრედებისთვის. თუ თქვენ ან თქვენს პატარას გაქვთ ეგზემისადმი მიდრეკილი კანი, ავოკადოს ზეთის შემცველი ჩვენი ლოსიონი, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. ის დაატენიანებს კანს და შეამსუბუქებს ეგზემით გამოწვეულ ქავილს.

4.    ის კარაქს -  აქვს განსაკუთრებით გამოკვეთილი დამატენიანებელი ეფექტი, ის ამშვიდებს და აგლუვებს კანს, აძლიერებს რქოვანი შრის ლიპიდურ ბარიერს. მდიდარია A და E ვიტამენიბეით და არის ანტიოქსიდანტების წყარო. შიის კარაქი შეიცავს კანის შემავსებელ ცხიმოვან მჟავებს (სტეარინის, ოლეინის, პალმიტინის და ლინოლენის), რომლებიც უზრუნველყოფენ კანის დატენიანებას. იგი აღადგენს ბარიერს კანსა და გარემოს შორის, ასე უზრუნველყოფს ტენის შეკავებას და ამცირებს კანის გამოშრობის რისკს.  შიის კარაქს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - კანზე დატანის შემდეგ ის აქვეითებს ციტოკინებისა და სხვა ანთების მედიატორების გამომუშავებას და ასე ამცირებს კანის ანთებით მდგომარეობას (მაგ.: ეგზემა). შიის კარაქი საუკეთესო ინგრედიენტია ისეთი პროდუქტებისთვის, რომელიც შექმნილია მშრალი, ატოპიური და დაზიანებული კანისთვის.

 

ATTITUDE/ატიტუდ Baby ნატურალური ტანის ლოსიონი:

 

დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან, რომელიც მიღებულია მცენარეებისა და მინერალებისგან.

არის შემოწმებული გარემოს დაცვის ჯგუფის მიერ (EWG VERIFIED™ )

ზღუდავს დამაბინძურებელი ნივთიერებების ადჰეზიას და ამცირებს მათ შეღწევას ბავშის კანში

დერმატოლოგიურად შემოწმებული, ჰიპოალერგიული ლოსიონი ტესტირებულია დამოუკიდებელ ლაბორატორიაში.

არ შეიცავს პოტენციურად საზიანო კონსერვანტებს

არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს, აქვს მსუბუქი მოტკბო სუნი.

ნაზი ფორმულა, ჭარბი ცხიმოვნების გარეშე, ადვილად დაიტანება კანზე.