6 ინგრედიენტი, რომელსაც უნდა მოვერიდოთ დეზოდორანტებში
რაც შეეხება სწორი დეზოდორანტის შეძენას, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება შეიძლება რთული იყოს. არსებობს უამრავი ვარიანტი, მათ შორის ორგანული, მგრძნობიარე კანისთვის, უსუნო, გელები და სხვა. ეტიკეტები ყველა ჰგავს ერთმანეთს და დეზოდორანტების ინგრედიენტების ჩამონათვალი შეიძლება იყოს რთული. მაგალითად, იცით რა არის ეთილჰექსილგლიცერინი?
მაშინაც კი, როდესაც რამდენიმე პროდუქტს აქვს ეკოლოგიური ბეჭედი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უკეთესია თქვენთვის! დაფარეთ ოფლის სუნი, დიახ. მაგრამ რა ფასად?
თქვენი ყიდვის გადაწყვეტილების გასაადვილებლად, ჩვენ შევადგინეთ ექვსი ინგრედიენტისგან შემდგარი სია (EWG-ის მიხედვით), რომელსაც უნდა მოვერიდოთ დეზოდორანტებში
1. ალუმინის ნაერთები და მარილი
ალუმინის ნაერთები ხშირად გვხვდება ფარმაცევტულ და სილამაზის პროდუქტებში. დეზოდორანტებში ალუმინის მარილი ხელს უშლის ოფლიანობას. როდესაც ის იშლება, ის რეალურად ხელს უშლის ოფლის წარმოქმნას ფორების ზედაპირზე. საზოგადოდ ოფლიანობა კარგია (ოფლის ძირითადი ფუნქციაა ძუძუმწოვრების ორგანიზმის თერმორეგულაცია, ასევე მასთან ერთად გამოიყოფა ჭარბი სითხე და მავნე ნივთიერებები)! სხეულის ამ ბუნებრივი ფუნქციის ბლოკირებით, ალუმინის მარილი ასევე ამცირებს ოფლიანობის სარგებელს. როდესაც თქვენ ოფლიანდებით ვარჯიშის შედეგად, თქვენ ასევე გამოდევნით ტოქსინებს და გამოყოფთ ზედმეტ მარილს და კალციუმს. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, ეს ბუნებრივი პროცესი ამცირებს კიდეც თირკმელებში კენჭების გაჩენის შანსებს. სამწუხაროდ, როდესაც ეს გამორეცხვის პროცესი ალუმინის გამო შეფერხებულია, პირიქით შეიძლება მოხდეს.
ოფლიანობა ასევე არის სხეულის უნარი შეინარჩუნოს სიგრილე. დიახ. სწორად წაიკითხე! როდესაც კანზე ოფლი აორთქლდება, ის ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის აღდგენას და ხელს უშლის სითბურ დარტყმას სიცხის ტალღების ან ინტენსიური ვარჯიშის დროს. ასევე, დაბლოკილმა ფორებმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი! ბევრად უკეთესია ფორებს სუნთქვის საშუალება მისცეთ
2. ტალკი
ბავშვის ფხვნილში ნაპოვნი ეს ჩვეულებრივი ინგრედიენტი ცნობილია ტენიანობის საწინააღმდეგო და ზეთების შთანთქმის უნარით. ტალკი ასევე არის ის, რაც ზოგიერთ დეზოდორანტს აძლევს აბრეშუმისებრ ტექსტურას, რაც მათ ადვილად გამოსაყენებლად ხდის. მაგრამ იცით თუ არა, რომ ტალკი ბუნებრივი სახით შეიცავს აზბესტს, ნივთიერებას, რომელმაც ჩასუნთქვისას შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის კიბო, მათ შორის ფილტვის და საკვერცხის კიბო?
3. პარაბენები
სიტყვები "პარაბენის გარეშე" იმდენად გავრცელებულია სხეულის მოვლის საშუალებების ეტიკეტზე, რომ მათი თავიდან აცილება ადვილი გახდა. მაგრამ რატომ არიან ისინი საზიანო?
პარაბენები გამოიყენება დეზოდორანტებზე ობის, ბაქტერიების და საფუარის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება კარგი ჩანდეს. თუმცა, რამდენიმე სამეცნიერო გამოკვლევის თანახმად, ეს ქიმიკატები ასევე ხშირად ასოცირდება ჰორმონალურ დისბალანსთან და პრობლემებთან, რომლებიც გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე და რეპროდუქციულ ორგანოებზე, გარდა ამისა, ზრდის გარკვეული კიბოს განვითარების რისკს. ასევე მათ შეუძლიათ გამოიწვიონ კანის გაღიზიანება.
4. პროპილენ გლიკოლი
როცა ვსაუბრობთ კანის გაღიზიანებაზე, ეს არის ზუსტად ის, რაც შეიძლება განიცადოთ თქვენს იღლიებზე, თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი და აირჩევთ დეზოდორანტს, რომელიც შეიცავს პროპილენ გლიკოლს. ალკოჰოლის ოჯახის ეს წარმომადგენელი არის ძალიან გავრცელებული ქიმიური ნაერთი, რომელიც გვხვდება თითქმის ყველგან. იგი გამოიყენება დეზოდორანტებისთვის ლამაზი ცილინდრული ფორმის მისაცემად, რომელიც არ იშლება, ასევე გამოიყენება თვითმფრინავის ფრთებზე ყინულის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. როცა ამას ფიქრობთ, მკლავებზე გამყინვარების საწინააღმდგო ნივთიერების ფენის წასმა ცოტა უცნაურია, არა? ეს ნამდვილად არის ისეთი ინგრედიენტი, რომელიც თავიდან უნდა იქნეს აცილებული დეზოდორანტში.
5. ტრიკლოზანი
ტრიკლოზანი არის ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც ჩვეულებრივ ემატება მრავალ სამომხმარებლო პროდუქტს, მათ შორის ტანის ლოსიონებს, შხაპის გელებს, კბილის პასტებს და დეზოდორანტებს. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივია, არ ნიშნავს რომ ის უსაფრთხოა! 2017 წელს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) აკრძალა ტრიკლოზანის შემცველი ანტისეპტიკური პროდუქტების ურეცეპტოდ გაყიდვა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ინგრედიენტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს იმუნურ სისტემას. სამეცნიერო Translational Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამ ანტიბაქტერიული საშუალების მიმართ ნამდვილად არის ეჭვი, რომ იგი იწვევს ენდოკრინულ დარღვევებს, რომელიც არღვევს ჰორმონალურ ბალანსს და ხელს უწყობს ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიების წარმოქმნას.
6. ფტალატები
გაიმეორეთ რამდენჯერმე: ფტალატები, ფტალატები, ფტალატები… ეს არ არის ყველაზე მარტივი წარმოსათქმელი სიტყვა, არა? კარგი. ვიმედოვნებთ, რომ არ მოგიწევთ ამის ხშირად თქმა. ეს ქიმიური ნაერთი, რომელიც მოქმედებს როგორც ფიქსატორი ან გამხსნელი სხეულის მოვლის უამრავ პროდუქტში, ბოლოა ჩვენს ინგრედიენტების სიაში, რომელთა თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს. რატომ? რადგან მას შეუძლია დააზიანოს ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები და რეპროდუქციული სისტემა. ოჰ!
EWG VERIFIED™ უსაფრთხოების ბეჭედი
დღეს, როგორც ჩანს, ბრენდების უმეტესობა უფრო მეტ ძალისხმევას მიმართავს, რომ იყოს უფრო მწვანე და ჯანმრთელი. მაგრამ ვის დავუჯეროთ? იმისათვის, რომ დაგეხმაროთ განსაზღვროთ რომელი ინგრედიენტები და პროდუქტებია რეალურად უსაფრთხო თქვენთვის და გარემოსთვის, დამოუკიდებელი და არაკომერციული გარემოსდაცვითი სამუშაო ჯგუფი (EWG) აგროვებს, აანალიზებს, აზიარებს და აწვდის საჯარო ინფორმაციას თქვენი ჯანმრთელობისა და ჩვენი პლანეტის დაცვის მიზნით. მათ შექმნეს Skin Deep® მონაცემთა ბაზა, რომელშიც ჩამოთვლილია 80000-ზე მეტი პირადი მოვლის პროდუქტი და მოცემულია 150000-ზე მეტი ქიმიკატის აღწერა, კლასიფიცირებული ტოქსიკურობის ხარისხისა და დამტკიცებული გამოყენების მიხედვით. ეს შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ სწორი დეზოდორანტი და ინგრედიენტები, რომლებიც თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ატიტუდი(ATTITUDE) ბრენდის პროდუქტები, მათ შორის ჩვენი ბუნებრივი დეოდორანტების ხაზი, შედის EWG Skin Deep მონაცემთა ბაზაში, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს მისიას გამოიყენოს მხოლოდ ის ინგრედიენტები, რომლებიც ჯანსაღია ადამიანებისთვის და გარემოსთვისა და უზრუნველყოფს სიმშვიდეს.