ყველაფერი მზისგან    დამცავის შესახებ

ჩვენს კითხვებს პასუხობს ციციშვილის სახელობის ბავშვთა

კლინიკის პედიატრი და ბავშვთა ნეფროლოგი ქეთი ქვათაძე:

 

 

1.   მჭირდება მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება და რატომ?

მზის შუქი აუცილებელია D ვიტამინის სინთეზისთვის და უმეტეს წილად დადებითად მოქმედებს განწყობაზე. აუმჯობესებს ძილს, ამცირებს სტრესს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. თუმცა, ულტრაიისფერი გამოსხივება ( 290-400ნმ. ) შეიძლება იყოს გამომწვევი რამდენიმე მწვავე და ქრონიკულად მიმდინარე კანის დაზიანების, როცორიცაა: მზის დამწვრობა, ფოტოდაბერება და კანის კიბო.

ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით მზისგან დამცავი საშუალებები უნდა გამოიყენოს ყველა ადამიანმა განურჩევლად კანის ფოტოტიპისა. თუმცა, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღია ფერის კანის მქონე ადამიანებისთვის (ფოტოტიპი I, II და III), რომლებიც უფრო სენსიტიურები არიან მზის ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული ზემოქმედებით გამოწვეული მწვავე (მზით დამწვრობა) და ქრონიკული (ფოტოდაბერება, კანის კიბო) დაზიანების მიმართ .

მზის მავნე სხივების ზემოქმედებისას, ბავშვის ნაზი კანი შეიძლება დაიწვას 15 წუთზე ნაკლებ დროში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, ბუშტუკები, კანის ზედაპირის დაზიანება სითბური ინსულტი და გაზარდოს კანის კიბოს რისკი. ერთმა ცუდმა დამწვრობამ შესაძლოა გააორმაგოს მელანომის განვითარების რისკი.

 

2. აქვს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა?

ამერიკის პედიატრიის აკადემია გვირჩევს, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას 6 თვიდან ზევით.  6 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებთან საჭიროების შემთხვევაში მცირე უბნებზე (სახე და ხელები) გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი მინიმუმ SPF15-ით . ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში უპირატესობა ენიჭება ზეთზე დამზადებულ არაორგანულ კრემებს (ტიტანის დიოქსიდი, თუთიის ოქსიდი), რადგან უზრუნველყოფენ ფართო სპექტრის დაცვას მინიმალური გაღიზიანებით.

გაიარეთ კონსულტაცია ბავშვის პირად ექიმთან.

 

3. რა რაოდენობით უნდა გამოვიყენო მზისგან დამცავი?
მოზრდილებისთვის  ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაცია (American Academy of Dermatology (AAD)  რეკომენდაციას უწევს 30 ან 30მლ (6-8 ჩაის კოვზი) მზისგან დამცავი კრემის გამოყენებას სხეულის ყველა დაუცველი ნაწილის დასაფარავად. დამცავი უნდა ფარავდეს სხეულის ღია ნაწილებს, რათა თავიდან ავიცილოთ დამწვრობა. როგორც მოზრდილებმა, ასევე ბავშვებმა მზისგან დამცავი კრემი უნდა წაისვან მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ 2 საათში ერთხელ, ასევე ოფლიანობის ან ცურვის შემდეგ. გარდა ამისა, ბევრი დერმატოლოგი რეკომენდაციას იძლევა დამცავი ტანსაცმლის, ქუდისა და სათვალის გამოყენებაზე.

4. დამცავი საშუალების რომელი ფორმაა საუკეთესო?

კრემის ან ლოსიონის ფორმის მზისგან დამცავები საუკეთესოდ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ შესასხურებელი ხსნარები პოპულარულია, ყველა უბანი სათანადოდ არ იფარება. საჭიროა გულმოდგინედ წასმა და სხეულის  ზედაპირზე გადანაწილება.

5. მზისგან დამცავ საშუალებებში შემავალი ინგრედიენტები  რამდენად უსაფრთხოა?
კომერციული მზისგან დამცავი საშუალებების უმეტესობა 16 აქტიური ინგრედიენტის კომბინაციას შეიცავს. 2019 წლის თებერვალში სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) დაიწყო ამ ინგრედიენტების გამოკვლევა:

ორი ინგრედიენტი: თუთიის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი - „აღიარებულია, როგორც უსაფრთხო და ეფექტური".

მზისგან დამცავი სხვა ორი ინგრედიენტი - ამინობენზოის მჟვა PABA და ტროლამინის სალიცილატი, არ არის უსაფრთხო და მზისგან დამცავ პროდუქტებში აღარ არის ნებადართული.

დარჩენილი 12 ქიმიური ინგრედიენტი შესწავლილია: ცინოქსატი, დიოქსიბენზონი, ენსულიზოლი, ჰომოსალატი, მერადიმატი, ოქტინოქსატი, ოქტისალატი, ოქტოკრილენი, პადიმატ O, სულისობენზონი, ოქსიბენზონი და ავობენზონი - უსაფრთხოების არასაკმარისი მონაცემების გამო არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება (FDA).

6. რა განსხვავებაა ფიზიკურ და ქიმიურ მზისგან დამცავს შორის?
ფიზიკური ანუ მინერალური დამცავი – მას მეორენაირად უწოდებენ მინერალურ შემაკავებელს. ამ ტიპის მზისგან დამცავი ტიტანის დიოქსიდსა და თუთიის ოქსიდს შეიცავს ან ორივე მათგანის კომბინაციას. 

აღნიშნული მინერალების შემცველი მზისგან დამცავი საშუალებები კანის ზედაპირზე ერთგვარ დამცავ ბარიერს ქმნის, რის შედეგადაც მზის სხივები ზედაპირზე აირეკლება და კანის სიღრმეში აღარ აღწევს.

ფიზიკური ფილტრები- ფანტავს გამოსხივებას და მოქმედებს კანის ზედაპირზე.

ქიმიური დამცავი  – ამ ტიპის მზისგან დამცავები შედგება რამდენიმე ინგრედიენტის კომბინაციისგან – ავობენზონი, ოქსიბენზონი და ოქტოკრილენი, რომლებსაც კანის ზედაპირი იწოვს. ამ ტიპის მზისგან დამცავის გამოყენების დროს, მზის სხივები ეცემა კანის ზედაპირს, რომლის დეაქტივაცია ხდება სწორედ ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტების დახმარებით.

7. რას ნიშნავს აბრევიატურა SPF და რომელია საუკეთესო SPF გამოსაყენებლად?
SPF-ის აბრევიატურა იშიფრება, როგორც მზისგან დამცავი ფაქტორი (Sun Protection Factor). SPF კოეფიციენტით  შეიძლება განვსაზღვროთ მზეზე უსაფრთხოდ ყოფნის პერიოდი  შემდეგი ფორმულით:  N X SPF, სადაც N -არის დრო მზეზე გასვლიდან კანის  სიწითლის დაწყებამდე. მაგ: SPF 30-ის შემთხვევაში უსაფრთხოდ ყოფნის პერიოდი იქნება: 5X 30 = 150, ანუ მზეზე ყოფნის 150 უსაფრთხო წუთი

ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაცია და კანადის კიბოს ასოციაცია გვირჩევს,  ფართო სპექტრის მზისგან დამცავ საშუალებას, რომელსაც აქვს მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF) 30 ან მეტი, ფართო სპექტრის დაფარვა, წყლის და ოფლის მიმართ მდგრადობა.

  მზისგან დამცავი ფაქტორი SPF 15 -ით ულტრაიისფერი სხივების 93% ბლოკავს, SPF-30-ით 97.4% ხოლო  SPF 50-ით 98%-.

  უფრო მაღალი მზისგან დამცავი ფაქტორით (SPF 50) შეიცავს თუთიის ოქსიდის მაღალ კონცენტრაციას, რაც ადგილობრივი გამოყენებისას კანზე თეთრ ლაქებს ტოვებს.

  SPF 30 ტექსტურა სასიამოვნო გამოსაყენებელია და კანზე ლაქებს არ ტოვებს. განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის მქონე მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის.

 

8. ფართო სპექტრით მზისგან დამცავი საშუალებები რატომ არის რეკომენდებული?
მზეზე მიფიცხებისას რეალურად ვექვემდებარებით 2 ტიპის UV სხივებს:

- UVA(ულტრაიისფერი A სხივები (Ultraviolet A Rays) სხივები, რომლებიც ღრმად აღწევს კანში და იწვევს დაბერებას. მასდაბერების სხივებსაცუწოდებენ

- UVB(ულტრაიისფერი B სხივები (Ultraviolet B Rays) სხივები, რომლებიც იწვევს მზის დამწვრობას.

ფართო სპექტრის მზისგან დამცავ საშუალებებს შეუძლია ულტრაიისფერი A და B სხივების შთანთქმა.

 

9. თუ მზისგან დამცავაშუალებებს ხშირად ვიყენებ, შეიძლება თუ არა შემექმნას D ვიტამინის დეფიციტი?
მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება D ვიტამინის დეფიციტს არ იწვევს. D ვიტამინის გამომუშავება ხდება ყოველდღიურად სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან სადაც მზე ხვდება. D ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა სამედიცინო მიზეზის ან ცხოვრების წესის გამო მზეზე გასვლა არ უწევთ.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან.

10. მზისგან დამცავი საშუალებები იწვევს თუ არა ალერგიას?
მზისგან დამცავ საშუალებებზე ალერგიული რეაქცია შესაძლოა განვითარდეს. ამის მიზეზია მასში შემავალი ინგრედიენტები. ასევე ალერგია შესაძლოა განვითარდეს პროდუქტში შემავალი არომატიზატორების ან კონსერვანტების მიმართ. თუ მზისგან დამცავი კონკრეტული ბრენდი იწვევს კანზე გამონაყარს, გაიარეთ კონსულტაცია პირად ექიმთან.

11. ბუნებრივი მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება შესაძლებელია?

ნატურალური პროდუქტები არ ცვლის ხარისხიან კომერციულ მზისგან დამცავ კრემს. თუმცა, ზოგიერთ ბუნებრივ ინგრედიენტს შეუძლია შეავსოს მზისგან დამცავი საშუალება კანზე გამოყენებისას. თუმცა ამ დროისთვი რეკომენდებული არ არის.

 

12. კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც შეიცავს მზისგან დამცავ საშუალებებს რეკომენდებულია?

რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის რადგან ყველა კარგი ხარისხის კოსმეტიკური (დეკორატიული, კანის მოვლა) პროდუქტის  ერთ-ერთი თვისება მზისგან დაცვაა, რომელიც შეიცავს მზისგან დამცავი ფაქტორის დაბალ მაჩვენელს (< SPF15).

მზის დამცავი საშუალებების შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორები:

1.    კანის მგრძნობელობა: რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით მეტად საჭიროებს დაცვას.

2.    გამოსხივების გარემოება: რაც უფრო ინტენსიურია მზის სხივები, მით მეტია რეკომენდაცია თავის დაცვის.

3.    დაიცავით თქვენი შვილი, ჩრდილში ყოფნის დროსაც კი!

4.    წაიკითხეთ ეტიკეტი - დარწმუნდით, რომ მზისგან დამცავი საშუალება, რომელსაც იყენებთ თქვენს შვილზე, სინთეზურ კონსერვანტებს,არომატიზატორებს, საღებავებს და სხვა ქიმიკატებს არ შეიცავს.

მზისგან დამცავ ქიმიკატებს თქვენს შვილზე შეიძლება ჰქონდეს მავნე ზეგავლენა. ისინი შთანთქავენ UV სხივებს კანზე ქიმიური რეაქციის გამოწვევით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გამონაყარი, ალერგია და ეგზემა.

 

რომელ მზისგან დამცავს გაუწევდით რეკომენდაციას?

ATTITUDE-ის მინერალურ, ჰიპოალერგიულ მზისგან დამცავს:

ეს არის ფართო სპექტრის მზისგან დამცავი SPF 30-ით, ის იდეალურია ბავშვებისთვის! შეიცავს მინერალური თუთიის ოქსიდის ფილტრს, რომელიც EWG ექსპერტების აზრით უსაფრთხო და ეფექტურია. ATTITUDE-ის ჰიპოალერგიული მზისგან დამცავი ქმნის ფიზიკურ ბარიერს, რომელიც იცავს როგორც UVA, ასევე UVB სხივებისგან. გააჩნია აპლიკატორი, რომელიც აადვილებს მის წასმას სახეზე და თეთრ ლაქებს არ ტოვებს. არის ჰიპოალერგიული და უსუნო. ATTITUDE-ის მზისგან დამცავი  ნაზია მგრძნობიარე კანის მქონე ბავშვებისთვის.

ATTITUDE-ის მზისგან დამცავი თუთიის ოქსიდის გარდა შეიცავს ძალიან კარგ ინგრედიენტებს, მაგალითად ქოქოსის ზეთი, შიის კარაქი, მზესუმზირას ზეთი, აბუსალათინის ზეთირაც საუკეთესო დამატენიანებელ ეფექტსაც იძლევა.

 

 

 

 წყაროები:

·      https://www.canada.ca/fr/sante-canada/services/securite-soleil/conseils-securite-soleil-pour-parents.html

·      https://www.skincancer.org/Media/Default/File/File/rays-awareness-lesson-overview-2.pdf

·      https://www.ewg.org/sunscreen/report/whats-wrong-with-high-spf/#.W2D7dy8ZMWo

·      https://www.ewg.org/sunscreen/report/the-trouble-with-sunscreen-chemicals/

·      https://www.theguardian.com/travel/2018/may/03/hawaii-becomes-first-us-state-to-ban-sunscreens-harmful-to-coral-reefs

·      https://oceanservice.noaa.gov/news/feb14/sunscreen.html

·      https://www.fda.gov/media/124654/download