როგორ მოვიშოროთ ტილები?

 

  • იმისთვის, რომ სწრაფად და ეფექტურად დაასრულოთ ამ პრობლემასთნბრძოლა“ - ზედმიწევნით უნდა შეასრულოთ ნიტოლიკის სპრეის ანოტაციაში მოყვანილი ყველა მითითება, რაც სამწუხაროდ ხშირად არ ხდება და გატანჯული დედები, თავის წარუმატებელ მცდელობას პრეპარატს აბრალებენ ხოლმე.

 

  • ტილების ეფექტური მოცილების პროცედურა გულისხმობს პრობლემისადმი კომპლექსურ მიდგომას:

ნიტოლიკის სპრეის გამოყენების ინსტრუქცია:

1. გრძელი თმის შემთხვევაში, თმა ოთხ ნაწილად გაყავით -წინიდან უკან და ყურიდან ყურამდე.

2. წაისვით ნიტოლიკის სპრეი მთლიანად, მშრალ თმაზე, თავის კანისა და თმის მთელ მოცულობაზე, თმის ძირებიდან ბოლოებამდე. პირველ რიგში, წაისვით ყურების უკან, კისრის უკანა მხარეს და თმის ხაზის გარშემო.

3. გაჟღინთეთ თმა და კანი ნიტოლიკის სპრეით, ისე რომ უზრუნველყოთ, ყველა ტილისა და წილის დაფარვა!

4. წასმის შემდეგ, თავზე დაიფარეთ შხაპის ჩაჩი, 1 საათის განმავლობაში. (გაფრთხილება! იხელმძღვანელეთ მითითებებით და დაიცავით მოხმარების დრო).

5. მოიხსენით შხაპის ჩაჩი და თმა შამპუნითა და წყლით დაიბანეთ.

6. ტილები და წილები თმიდან ნიტოლიკის სპრეის სავარცხლით მოიშორეთ.

დავარცხნის მითითებები:

გრძელი თმა ნაწილებად გაყავით და დაამაგრეთ თითოეული ნაწილი. თმის დიდი ნაწილიდან ასწიეთ პატარა ნაწილი, ისე რომ თავის კანი გამოჩნდეს. დაიწყეთ თმის ნაწილის გულდასმით დავარცხნა. ნიტოლიკის სპრეის სავარცხელი მჭიდროდ ჩამოუსვით თმის ძირებიდან ბოლოებამდე. თმის ნაწილი კვლავ მიამაგრეთ დავარცხნის დასრულების შემდეგ. გამორეცხეთ ტილები და წილები ნიტოლიკის სპრეის სავარცხლის კბილებიდან ქსოვილის დახმარებით.

 

მნიშვნელოვანი მინიშნებები:

  • ნუ გამოიყენებთ იმაზე ნაკლებ სითხეს ვიდრე საჭიროა!

ნიტოლიკის სპრეი 50მლ - ერთი ფლაკონი ყოფნის

გრძელი თმა - 1 მოხმარება

საშუალო სიგრძის თმა - 2 მოხმარება

მოკლე თმა - 4 მოხმარება

  • ტილების მთლიანად მოშორებისა და ხელახალი დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად მკურნალობა ერთდროულად უნდა ჩაუტარდეს ოჯახის ყველა წევრს, რომლებსაც დატილიანება აღენიშნებათ.

  • დატილიანების მკურნალობა უნდა მოხდეს კარგი განათების ქვეშ.

  • მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა გავრცელდეს თმის ძირებიდან თმის ბოლომდე.

  • ეფექტური მკურნალობისთვის ნიტოლიკის სპრეი საფუძვლიანად წაისვით თავის კანსა და თმაზე. თავდაპირველად - ყურების უკან, კეფაზე, კისერზე, შემდეგ კი - თმის ხაზის გარშემო.

საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს ბინა, რადგან ტილები და წილები შეიძლება გადარჩნენ და შეინარჩუნონ დასნებოვნების უნარი გარკვეული დროის განმავლობაში. ადამიანის თავიდან ჩამოვარდნილმა ტილმა შეიძლება იცოცხლოს და გამოიწვიოს დასნებოვნება 24-48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია გარეცხოთ თეთრეული, ტანსაცმელი, ქუდები.