ახალი ტრენდი თავის მოვლის საშუალებებში - სუფთა სილამაზე - clean beauty?

რა არის სუფთა სილამაზე - clean beauty?

როცა სუფთა სილამაზეზე ფიქრობ, რა სიტყვები გახსენდება? ნატურალური პროდუქტები? ეკოლოგიურად სუფთა? ჯანსაღი ინგრედიენტები? ვისაუბროთ იმ საკვანძო საკითხებზე, რომელიც უნდა ვიცოდეთ სილამაზის ამ მნიშვნელოვანი ტრენდის შესახებ.

დათვლილია, რომ, მაგალითად აშშ-ში საშუალოდ ქალი ყოველდღიურად იყენებს თორმეტი პირადი მოვლის საშუალებებს, მამაკაციკაცი - დაახლოებით ექვსს. აბა დავფიქრდეთ რამდენი სახეობის მოვლის საშუალებებს ვიყენებთ ახალშობილებისა და ბავშვებისთვის?

მოვლის საშუალებებში გამოყენებული ინგრედიენტები არ უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის საშიში. მაგალითად, სუფთა რომ იყოს, პროდუქტი უნდა იყოს თავისუფალი კანცეროგენული და ენდოკრინული დარღვევების გამომწვევი ნივთიერებისგან.

ამასთან სუფთა პროდუქტი სულაც არ ნიშნავს მხოლოდ ბუნებრივს, ორგანულს ან ეკოლოგიურად სუფთას! სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს არც იმას, რომ პროდუქტი არის ვეგანური, სისასტიკის გარეშე და გარემოსთვის უსაფღთხო.

საიდუმლო სუფთა ინგრედიენტებშია!

იმისათვის, რომ პროდუქტი იყოს კვალიფიცირებული, როგორც სუფთა, ის უნდა შეიცავდეს მხოლოდ უსაფრთხო და არატოქსიკურ ნივთიერებებს. სუფთა სილამაზის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არცერთი გამოყენებული ინგრედიენტი არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

არ შეიცავს პარაბენებს, ფენოქსი ეთანოლს, სულფატებს....

ხშირად გაგვიგია ან გვინახავს ასეთი წარწერა სხვადასხვა კოსმეტიკური თუ ფარმაცევტული საშუალებების შეფუთვებზე, მაგრამ ვიცით კი რას წარმოადგენენ ეს.

ქიმიური ნივთიერებები და რატომ არ უნდა შეიცავდეს მას ესა თუ ის თავის მოვლის საშუალება?

კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანია, ღიად უნდა უთითებდეს ყველა ინგრედიენტს, რომელიც შედის მის პროდუციაში. რაც აადვილებს მომხმარებლისთვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. სწორედ ამ საკითხებში გარკვევას მოუწოდებს მომხმარებელს ახალი ტრენდი.

სამწუხაროდ, კოსმეტიკური ინდუსტრია არ არის ძალიან კარგად რეგულირებადი; თუნდაც დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, აშშ -ში, კანადასა და ევროპის ქვეყნებში.

მაგ აშშ-ში 2009 წლიდან მოყოლებული, 73000-ზე მეტი დასახელების კოსმეტიკურ პროდუქტში, გამოიყენეს 88  ქიმიკატი, რომლებიც დაკავშირებულია კიბოსთან, თანდაყოლილ დეფექტებთან და რეპროდუქციული სისტემის პრობლემებთან.

ფაქტია, რომ ჩვენი კანი შეღწევადია, რაც ნიშნავს. რომ მასში ადვილად შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა სახის ქიმიკატი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 10 ახალშობილის  ჭიპლარის სისხლში აღმოაჩინეს 287 სამრეწველო ქიმიკატისა და დამაბინძურებლების კვალი, რომელთაგან დიდი ნაწილი იყო კიბოს გამომწვევი, ტოქსიკური ტვინისა და ნერვული სისტემისთვის, ან იწვევდა დაბადების დეფექტებს და პათოლოგიურ განვითარებას - ეს გამაოგნებელია!

მკვლევარები თანდათან იწყებენ გააზრებას, იმისა როგორი შეიძლება იყოსკუმულაციური ეფექტი ამ სახიფათო ნივთიერებების ხანგრძლივი ზეგავლენის შედეგად.

სუფთა სილამაზის ტრენდის ფარგლებში, ასევე ყურადღება ექცევა პროდუქტის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.

სილამაზის ინდუსტრიას აქვს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი: ყოველწლიურად ის აწარმოებს 120 მილიარდზე მეტ პლასტმასის შესაფუთ ერთეულს, რომელთა უმეტესობა ხვდება ნაგავსაყრელებში ან ოკეანეებში. ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ და ხელი შევუწყოთ ისეთ მწარმოებლებს, რომლებიც ბიოდეგრადირებად შეფუთვებს იყენებენ.

მაშ როგორ გავიგოთ, ათასობით სამომხმარებლო პროდუქტის ბაზარზე რომელია თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და როგორ შევარჩიოთ სუფთა მოვლის საშუალებები?

საბედნიეროდ არსებობს თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ მოვლის საშუალებების უსაფრთხოებას და ასევე უფრთხილდებიან ჩვენს პლანეტას, მათ აქვთ მსოფლიოში აკრედიტებული წამყვანი მარეგულირებელი ორგანიზაციების აღიარებები, რაც ადასტურებს მათ მაღალ უსაფრთხოებას. სწორედ ასეთი ბრენდი არის ATTITUDE/ატიტუდი - კანადაში დაარსებული  კომპანია, რომელიც აწარმოებს პირადი და საყოფაცხოვრებო ჰიგიენის ეკოლოგიუად სუფთა საშუალებებს და ამით ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

ატიტუდს მომხმარებლები ჰყავს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში და 2022 წლიდან მათ რიცხვს საქართველოც მიემატა.