ონი­ქო­მი­კო­ზი მოზ­რდი­ლებ­ში ფრჩხი­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა.

ცნობილია, რომ დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის დაახლოებით 71%-ს აქვს ონიქომიკოზი.

ფრჩხილის გარეგანი სახის შეცვლა, სხვადასხვა დაავადებების და მათ შორის  დიაბეტის ნიშანიც შეიძლება იყოს. მაგალითად:

                                   

·       თეთი ფრჩხილები წვერების გასწვრივ ვარდისფერი რკალებით

·  ფრჩხილებზე ჰორიზონტალური ხაზები ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს გაუკონტროლებელ დიაბეტს.

რა იწვევს ონი­ქო­მი­კო­ზს

 

ფრჩხილის სოკოვან ინფექციას სოკოვანი მიკროორგანიზმები იწვევს, ყველაზე ხშირად – დერმატოფიტები, თუმცა გვხვდება საფუარისა და ობის სოკოებით გამოწვეული ფორმებიც.

შესაძლოა, ფრჩხილის სოკოს განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებდეს სხვა ფაქტორებიც, მაგალითად, სისხლის მიმოქცევის შეფერხება და იმუნური სისტემის დასუსტება.

დერმატოფიტები ონიქომიკოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ცნობილია ორი  ძირითადი პათოგენი, რომელიც ონიქომიკოზის ყველა შემთხვევის 90%-ზე არის პასუხისმგებელი. Trichophyton rubrum, რომელიც არის ანთროპოფილური საპროტროფი - მასზე მოდის შემთხვევათა 70%-ი, და  Trichophyton mentagrophytes-ს - შეადგენს ყველა შემთხვევის დანარჩენი 20%.

რატომ არის ხშირად დაკავშირებული დიაბეტი და ფრჩხილის ინფექციები?

ონიქომიკოზის რისკს ზრდის:

* ხანდაზმული ასაკი;

* დიაბეტი, სისხლის მიმოქცევის მოშლა, იმუნიტეტის დაქვეითება.

* პერიფერიული ნეიროპათიის მქონე დიაბეტით დაავადებული პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან ონიქომიკოზის განვითარებისკენ.

სოკოვანი ინფექციის შორს წასული ფორმა შესაძლოა საკმაოდ მტკივნეული იყოს და ფრჩხილების პერმანენტული დაზიანება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს სხვა მძიმე ინფექციების გავრცელებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა დათრგუნულია  დიაბეტით, მედიკამენტებით, ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობით.

გართულებები

 

თმასთან ერთად, ფრჩხილი კანის რქოვანი დანამატია, მყარი ფირფიტაა, იგი მდებარეობს ფრჩხილის საწოლში და მტკიცედაა მასთან შეზრდილი.

გასქელებულმა მტვრევადმა მიკოზურმა ფრჩხილებმა შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის საწოლისა  და ჰიპონიქიუმის (ჰიპონიქიუმი არის კანი ფრჩხილის თავისუფალი კიდის ქვეშ. ის მდებარეობს ფრჩხილის საწოლის ბოლოში, თითის წვერთან ახლოს) ეროზიები. ფრჩხილები ხდება ბასრი,  წვეტიანი და შეიძლება გამოიწვიოს მიმდებარე კანის დაზიანება, დაზიანებული კანიდან კი იოლდება ბაქტერიების შეღწევა.

ონიქომიკოზი შეიძლება გახდეს  ტერფის წყლულის განვითარების მიზეზი. ამიტომ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება ონიქომიკოზის თავიდან ასაცილებლად.

არანამკურნალებმა ონიქომიკოზმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულებები, როგორიცაა პარონიქია (ფრჩხილის ახლომდებარე რბილი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება), ტერფის წყლული,  ტერფის მიკოზი (Tinea pedis)

ასევე ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ახლომდებარე ფრჩხილებსა და მიმდებარე ქსოვილებზე.

 

როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი და ფრჩხილზე სოკოვანი ინფექციის მსგავსი ნიშნები აღმოაჩინეთ, თუ ხედავთ, რომ ფრჩხილი უფრო და უფრო იცვლის ფერს, სქელდება, დეფორმირდება დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

წარმოგიდგენთ დიფუნგოფის ლაქს- ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს ლაქის სახით!

რატომ დიფუნგოფის ლაქი?

დიფუნგოფის სოკოს საწინააღმდეგო ფრჩხილის ლაქის მაღალი ეფექტურობა გარანტირებულია 3 ინგრედიენტის კომბინაციით:

 

უნდეცილენის მჟავა - ახდენს სოკოს ელიმინაციას და აფერხებს მის გამრავლებას

რძემჟავა - აქვეითებს ფრჩხილის pH-ს, ქმნის მტრულ გარემოს სოკოებისთვის

ქიტოსანკრეატი - დამცავი აპკი ინფიცირებული ფრჩხილის იზოლირებისთვის

 

მაღალი ეფექტურობა -  კვლევები ადასტურებს 99,999% სოკოს საწინააღმდეგო ეფექტურობას სოკოს შტამების წინააღმდეგ, როგორიცაა Trichophyton rubrum და Trichophyton mentagrophytes.

 

სწრაფი მოქმედება: დიფუნგოფის ეფექტურობა შეინიშნება პირველი გამოყენებიდან სულ რაღაც 6 საათში.

 

მარტივი გამოყენება: გამოიყენება ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაქის მსგავსად

 

სამმაგი მოქმედება: მკურნალობს სოკოს, უზრუნველყოფს დამცავი ბარიერის შექმნას რეციდივის თავიდან ასაცილებლად და ხელს უშლის დაავადების გავრცელებას ჯანმრთელ ფრჩხილებზე.

 

კოსმეტიკური მიმზიდველობა: ჯანმრთელობის სარგებლობის გარდა, ის აუმჯობესებს ფრჩხილის ფირფიტას და მის გარეგნულ სახეს.

 

წარმოებულია იტალიაში

შესაძენად გადადით ბმულზე

  

https://blog.drnikhilprabhu.com/2021/04/28/diabetes-and-nail-infections/

https://www.fitterfly.com/blog/nails-and-diabetes/

https://www.express.co.uk/life-style/health/1510698/diabetes-symptoms-toenail-fall-off-blood-sugar-feet-evg