- -35%
ნიტოლიკი სპრეი 50მლ სავარცხლით და ქუდით
ნიტოლიკი სპრეი 50მლ სავარცხლით და ქუდით - სამედიცინო საშუალება თავის დატილიანების (Pediculushumanus capitis) სამკურნალოდ.
100% ეფექტურობა თავის ტილებისა და წილების წინააღმდეგ მათი განვითარების ყველა სტადიაზე.
ნიტოლიკი სწრაფად და თანაბრად ნაწილდება თავის კანზე და თმაზე, ფარავს ტილების სასულეებს და ამრიგად სწრაფად ანადგურებს მათ. ამას უზრუნველყოფს O-ეფექტის® ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ტილის სასუნთქი აპარატის მექანიკურ დაბლოკვას ეფუძნება, რაც აღმოფხვრის ტილების რეზისტენტობის განვითარების შესაძლებლოდას ასეთი მკურნალობის მიმართ.
გამოყენების წესი და მნიშვნელოვანი მითითებები:
ტილების მთლიანად მოსაშორებლად და ხელახალი დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად მკურნალობა ერთდროულად უნდა ჩაუტარდეს ოჯახის ყველა წევრს, რომლებსაც დატილიანება აღენიშნებათ
დატილიანების მკურნალობა უნდა მოხდეს კარგი განათების ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა გავრცელდეს თმის ძირებიდან თმის ბოლომდე. ეფექტური მკურნალობისთვის ნიტოლიკი საფუძვლიანად წაისვით თავის კანსა და თმაზე. თავდაპირველად - ყურების უკან, კეფაზე, კისერზე, შემდეგ კი - თმის ხაზის გარშემო.
1. გრძელი თმის შემთხვევაში, თმა ოთხ ნაწილად გაყავით - წინიდან უკან და ყურიდან ყურამდე.
2. წაისვით ნიტოლიკი მთლიანად, მშრალ თმაზე, თავის კანისა და თმის მთელ მოცულობაზე, თმის ძირებიდან ბოლოებამდე. პირველ რიგში, წაისვით ყურების უკან, კისრის უკანა მხარეს და თმის ხაზის გარშემო.
3. გაჟღინთეთ თმა და კანი ნიტოლიკით, ისე რომ უზრუნველყოდ, ყველა ტილისა და წილი დაიფარვა.
4. წასმის შემდეგ, თავზე დაიფარეთ შხაპის ჩაჩი, 1 საათის განმავლობაში. (გაფრთხილება! იხელმძღვანელეთ მითითებებით და დაიცავით ექსპოზიციის დრო).
5. მოიხსენით შხაპის ჩაჩი და თმა შამპუნითა და წყლით დაიბანეთ.
6. ტილები და წილები თმიდან ნიტოლიკის სავარცხლით მოიშორეთ.
დავარცხნის მითითებები:
გრძელი თმა ნაწილებად გაყავით და დაამაგრეთ თითოეული ნაწილი. თმის დიდი ნაწილიდან ასწიეთ პატარა ნაწილი, ისე რომ თავის კანი გამოჩნდეს. დაიწყეთ თმის ნაწილის გულდასმით დავარცხნა. ნიტოლიკის სავარცხელი მჭიდროდ ჩამოუსვით თმის ძირებიდან ბოლოებამდე. თმის ნაწილი კვლავ მიამაგრეთ დავარცხნის დასრულების შემდეგ. გამორეცხეთ ტილები და წილები ნიტოლიკის სავარცხლის კბილებიდან ქსოვილის დახმარებით.
ნიტოლიკმა დაამტკიცა, რომ ამ საშუალების ერთხელ გამოყენება უზრუნველყოფს 100%-იან ეფექტურობას თავის ტილების აქტიური განვითარების ნებისმიერ სტადიაზე, წილების ჩათვლით, განმეორებითი მკურნალობის საჭიროების გარეშე.
გაფრთხილებები:
გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ, იხელმძღვანელეთ ინსტრუქციებში გათვალისწინებული მითითებებით.
ეცადეთ, რომ ნიტოლიკი არ მოგხვდეთ თვალში, პირის ღრუში, ცხვირში ან ყელში. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, 10-15 წუთის განმავლობაში ამოირეცხეთ დიდი რაოდენობით წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნიტოლიკი შექმნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ წაისვათ ჭრილობაზე, წყლულზე ან გაღიზიანებულ კანზე.
ნიტოლიკის გამოყენებამდე, მცირე რაოდენობით ნიტოლიკი წაისვით ხელის გულზე არასასურველი რეაქციების შესამოწმებლად.
ბავშვების მკურნალობა ხორციელდება მხოლოდ მოზრდილის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
იატაკზე სამედიცინო საშუალების მოხვედრისას იატაკის ზედაპირი გახდება სრიალა. დაუყოვნებლივ მოწმინდეთ შხეფები.
ეს სამედიცინო საშუალება შეიძლება რეაქციაში შევიდეს თმის მოვლის ან შეღებვის გარკვეულ საშუალებებთან.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ნიტოლიკი, თუ ალერგიული ხართ მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
არ წაისვათ ჭრილობაზე, წყლულზე ან გაღიზიანებულ კანზე
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ გამოიყენოთ 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოვლენებს: კანის გაღიზიანებას, სიწითლესა და/ან შეშუპებას. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ნიტოლიკის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
შემადგენლობა: ციკლომეტიკონი, პოლისორბატი 80, იზოპროპილ მირისტატი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას, 5°C-40°C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: ICB Pharma Tomasz Świętosławski, Paweł Świętosławski Spółka Jawna
იმისთვის, რომ სწრაფად და ეფექტურად დაასრულოთ ამ პრობლემასთნ „ბრძოლა“ - ზედმიწევნით უნდა შეასრულოთ ნიტოლიკის სპრეის ანოტაციაში მოყვანილი ყველა მითითება, რაც სამწუხაროდ ხშირად არ ხდება და გატანჯული დედები, თავის წარუმატებელ მცდელობას პრეპარატს აბრალებენ ხოლმე.
ნიტოლიკი გიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას: