როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ტანის მოვლის საშუალებები თქვენი პატარასთვის

ახალშობილის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ დაბადებისთანავე ჩვილებში თავს იჩენს კანთან დაკავშირებული პრობლემები: კანის სიმშრალე, სიწითლე, გაღიზიანება, მუწუკები, საფენის გამონაყარი. მშობლებიც სასწრაფოდ იწყებენ საუკეთესო პროდუქტების ძებნას კანის პრობლემების დასაძლევად. მაგრამ კონკრეტულად რა სჭირდება თქვენს შვილს? როგორ შეგიძლიათ აირჩიოთ საუკეთესო პროდუქტები თქვენი პატარასთვის? და რაც მთავარია, რეალურად რა შეგვიძლია ვიპოვოთ ბაზარზე არსებულ ბავშვთა პროდუქტების დიდ მრავალფეროვნებაში?

სხეულის მოვლის საშუალებები ჩვილებისთვის: რა სურთ მშობლებს?

ATTITUDE-ის გუნდმა ჩაატარა გამოკითხვა მშობლებს, ფარმაცევტებსა და კოსმეტოლოგებს შორი, რათა გაგვერკვია, პროდუქტის რა მახასიათებლებს აქცევენ ყურადღებას მშობლები

 

ბავშვის სხეულის მოვლის საშუალებებისა და ლოსიონების შეძენისას მშობლებს, უპირველეს ყოვლისა, სურთ:

 

1. პროდუქტები არომატიზატორების გარეშე

2. პროდუქტები, რომლებიც არ აღიზიანებენ კანს

3. დერმატოლოგების მიერ რეკომენდებული პროდუქტები

4. უცხიმო დამატენიანებელი პროდუქტები

 

ცოდით რომ ?

 

დაბადებიდან პირველ რამდენიმე კვირაში (1) :

კანის სამი ფენა (ეპიდერმისი, დერმისი და ჰიპოდერმისი) სრულად არ არის ჩამოყალიბებული.

ეპიდერმისის უჯრედები ჯერ კიდევ არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რის გამოც ბავშვის კანი მეტად შეღწევადია და უკიდურესად მგრძნობიარე.

ცხიმოვანი ჯირკვლები სრულად არ ფუნქციონირებს და ამიტომ კანი ჯერ არ არის დაცული ლიპიდური ფენით. სინამდვილეში ეს არის მიზეზი, რის გამოც ბავშვის კანს ასეთი კარგი სურნელი აქვს!

ბავშვის კანს აქვს ნეიტრალური pH და არ არის დაცული მჟავის დამცავი აპკით, რომელიც ზღუდავს პათოგენური მიკრობების გამრავლებას.

ბავშვის კანი ჯერ არ გამოიმუშავებს მელანინს და ამიტომ არ არის დაცული მზისგან.

 

და ბოლოს, დაახლოებით ერთი წელი სჭირდება ბავშვის კანის სრულ განვითარებას და თავის დაცვას გარეგანი გამღიზიანებლებისგან.

 

 

იმის გამო, რომ ბავშვის ნაზი კანი უფრო სწრაფად კარგავს ტენს, ვიდრე მოზრდილებში და მისი დამცავი ფენა სწრაფად არ განახლდება, ბევრი მშობელი ეძებს ულტრა ნაზ, არომატის გარეშე, ჰიპოალერგიულ პროდუქტებს, რომლებიც სპეციალურად არის შემუშავებული ახალშობილის ეპიდერმისისთვის.

 

ჩვენს გამოკითხვაში არცერთ მშობელს არ უთქვამს, რომ პროდუქტის ეტიკეტს ეცნობოდა, კერძოდ იმიტომ, რომ რთულია ინგრედიენტების ჩამონათვალის გაგება.

მშობლების 98%-ზე მეტმა აღიარა, რომ ისინი არ ამოწმებენ ბავშვთა პროდუქტებში არსებულ ინგრედიენტებს.

პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად ჩვილებისთვის, შესაძლოა სულაც არ იყოს საუკეთესო მათი კანისა და ჯანმრთელობისთვის. ისინი შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც ისეთივე სახიფათოა, როგორც საყოფაცხოვრებო პროდუქტებში და მოზრდილთა პირადი მოვლის საშუალებებში შემავალი! გარემოსდაცვითი სამუშაო ჯგუფის (EWG) თანახმად, ბავშვთა მოვლის საშუალებებში ნაპოვნმა მრავალმა სახიფათო ინგრედიენტმა შეიძლება შეაღწიოს მათი კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერში და ადვილად შეიწოვოს მათ სხეულში. (2) ბავშვები უფრო დაუცველები არიან დამაბინძურებლების ზემოქმედების მიმართ, ვიდრე მოზრდილები, რადგან ისინი უფრო მეტ ზემოქმედებას განიცდიან. ისინი საშუალოდ ათჯერ უფრო დაუცველები არიან ორ წლამდე, რადგან მათი წონის პროპორციებთან მიმართებაში ჭამენ, სვამენ და სუნთქავენ უფრო ხშირად. ამ ნივთიერებების ზემოქმედება კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც საქმე ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს ეხება, რადგან ისინი გადიან განვითარებისა და ზრდის კრიტიკულ ეტაპებს.

რომელი სახიფათო ინგრედიენტები გვხვდება ყველაზე პოპულარულ ბავშვთა ლოსიონებში?

 

ATTITUDE-ის მეცნიერთა ჯგუფმა გააანალიზა ყველაზე პოპულარული ბავშვის ლოსიონები და მგრძნობიარე კანის პროდუქტები, რომლებიც ნახსენები იყო მშობლებისა და ფარმაცევტების გამოკითხვის დროს. ჩვენი ანალიზის და EWG-ის კრიტერიუმების მიხედვით, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვთა მოვლის საშუალებების უმეტესობა შეიცავს, კანცეროგენებს, უამრავ ალერგენს და გამაღიზიანებელს, ისევე როგორც სინთეზურ, ნავთობზე დაფუძნებულ და ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს.

 

 

კანცეროგენული დამაბინძურებლები: როგორ ამოვიცნოთ ისინი ეტიკეტზე

 

პოლისორბატი-60 და პოლისორბატი-20: სინთეზური ხსნადი ნივთიერებებია, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს კანცეროგენულ დამაბინძურებლებს (EWG ქულა: 3).

ტრიეთანოლამინი: ალერგენული pH-ის მარეგულირებელი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კანცეროგენულ დამაბინძურებლებს (EWG ქულა: 5).

პეტროლატუმი: სინთეზური დამარბილებელი საშუალება, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კანცეროგენულ დამაბინძურებლებს (EWG ქულა: 4).

PEG-100 სტეარატი (და სხვა PEG): სინთეზური ემულგატორები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს კანცეროგენულ დამაბინძურებლებს (EWG ქულა: 3). ეს ნავთობზე დაფუძნებული პოლიმერები შეიძლება იყოს დაბინძურებული 1,4-დიოქსანით, ისევე როგორც ეთილენ ოქსიდით. ისინი წარმოქმნიან ნარჩენებს, რომლებიც ცნობილი კანცეროგენებია კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) მიხედვით.

ცეტეარეთ-20: სინთეზური ხსნადი ნივთიერება, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კანცეროგენულ დამაბინძურებლებს (EWG ქულა: 3)

 

რატომ არის კანცეროგენული დამაბინძურებლები სხეულის მოვლის საშუალებებში?

 

კანადის და ამერიკის კანონმდებლობა კვლავაც დასაშვებად მიიჩნევს კანცეროგენული დამაბინძურებლების არსებობას მცირე კონცენტრაციით პროდუქტებში, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. რატომ? ზოგადად, 0.1%-ზე დაბალი ნებისმიერი რაოდენობა არ ითვლება ინგრედიენტად. შესაბამისად, მწარმოებლები, არ არიან ვალდებული, რომ ეტიკეტზე ინგრედიენტად მიუთითონ ნარჩენები, მინარევები ან წარმოების პროცესში მცირე რაოდენობით წარმოქმნილი ნივთიერებები.

 

ალერგენები და გამაღიზიანებლები: როგორ ამოვიცნოთ ისინი ეტიკეტზე

 

თხევადი პარაფინი /მინერალური ზეთი: სინთეზური დამარბილებელი საშუალება, ვარაუდობენ, რომ ის ორგანოებისთვის ტოქსიკურია (EWG ქულა: 1-3).

ფენოქსიეთანოლი: ხშირად გამოყენებული სინთეზური კონსერვანტი, რომელიც შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი და ალერგენული (EWG ქულა: 4).

ბენზილ ალკოჰოლი ( გვხვდება ევროკავშირის 26 ალერგენული ნივთიერების სიაში): სინთეზური ალერგენული კონსერვანტი,  ვარაუდობენ, რომ ის ორგანოებისთვის ტოქსიკურია (EWG ქულა: 5).

დისტეარილდიმონიუმის ქლორიდი: გამაღიზიანებელი სინთეზური ანტისტატიკური საშუალება (EWG ქულა: 3).

ციტრონელოლი ( გვხვდება ევროკავშირის 26 ალერგენული ნივთიერების სიაში): ეთერზეთების კომპონენტი, ციტრონელოლი არის ალერგენული ბუნებრივი არომატიზატორი (EWG ქულა: 5).

ცინამალი ( გვხვდება ევროკავშირის 26 ალერგენული ნივთიერების სიაში): ეთერზეთების კომპონენტი, დარიჩინი არის ალერგენული ბუნებრივი არომატიზატორი (EWG ქულა: 7).

დიმეთიკონი: სინთეზური დამარბილებელი საშუალება, ვარაუდობენ, რომ ის ტოქსიკურია ორგანოებისა და გარემოსთვის  (EWG ქულა: 3).

ყველა ზემოხსენებულ ნივთიერებას არ აქვს ერთი და იგივე ალერგენული ან გამაღიზიანებელი პოტენციალი. მხოლოდ ინგრედიენტების სიის წაკითხვით შეუძლებელია მათი კონცენტრაციის გაგება. ამის გამო და სიფრთხილის მიზნით, რეკომენდებულია, რომ ჩვილები საერთოდ მოვარიდოთ ამ ნივთიერებებთან კონტაქტს.

 

 

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები: როგორ ამოვიცნოთ ისინი ეტიკეტზე

 

ცერა ალბა ფუტკრის ცვილი

პოლიგლიცერილ-3 ფუტკრის ცვილი

 

ცხოველური წარმოშობის დაუმუშავებელი ინგრედიენტები რეალურად არ არის საზიანო თქვენი ბავშვისთვის, მაგრამ შეიძლება წარმოადგენდეს ეთიკურ და პირად პრობლემას. თუ თქვენ სხეულის მოვლის ვეგანურ საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას, შეფუთვაზე მოძებნეთ PETA -ს ( ადამიანები ცხოველების მიმართ ეთიკური მოპყრობისთვის) ბეჭედი.

რა არის სინთეზური ინგრედიენტები?

 

თანამედროვე კოსმეტიკურმა ინდუსტრიამ განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია 1920-1960 წლებში. მისი აყვავება გამოიწვია ნავთობზე დაფუძნებული ნედლეულის განვითარებამ. იაფმა, ნავთობქიმიური წარმოშობის ინგრედიენტებმა განაპირობა სილამაზის პროდუქტების მასობრივი წარმოება. თუმცა სულ ახლახანს ჩატარებულმა კვლევებმა, დაადასტურა ამ სინთეზური მასალების გამოყენების თანმხლები რისკები ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. თხევადი პარაფინი (ალერგენი და პოტენციური კანცეროგენი) და პეტროლატუმი (პოტენციური კანცეროგენი), რომლებიც გვხვდება ბავშვთა ლოსიონებში შემავალ ინგრედიენტებში, არის ნავთობზე დაფუძნებული მინერალური ზეთები. სილიკონების (დიმეთიკონი, ამოდიმეთიკონი, ციკლომეთიკონი და ა.შ.) და პოლიმერების (PEG, PPG, პოლიპროპილენი, კროსპოლიმერი და ა.შ.) მსგავსად, რომლებიც გვხვდება ბევრ ჩვეულებრივ კოსმეტიკაში, მინერალური ზეთები წარმოადგენენ დამაბინძურებელ სინთეზურ ნივთიერებებს. ისინი არ არიან ადვილად ბიოდეგრადირებადი და ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისთვის, რომლებიც მათ შთანთქავენ.

 

მართლაც უკეთესია ბავშვის ბუნებრივი პროდუქტები?

 

ATTITUDE -ის გუნდმა ჩაატარა გამოკითხვა თავის მომხმარებლებში. 97%-ზე მეტმა, უპასუხა, რომ ისინი ეძებენ ბავშვის ბუნებრივ ლოსიონებს ბავშვის მგრძნობიარე კანის პრობლემებისთვის (მშრალი კანი და ა.შ.) და სურთ თავიდან აიცილონ ქიმიკატები. აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში ჩვეულებრივი პროდუქტების გარდა ბევრი ბუნებრივი და „ორგანული“ საბავშვო პროდუქტია ხელმისაწვდომი. მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია წაიკითხოთ ეტიკეტი და შეამოწმოთ ინგრედიენტები, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პროუქტი ბუნებრივი თუ ორგანული. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ პროდუქტი ნატურალურია, არ ნიშნავს, რომ ის შესაფერისი იქნება თქვენი ბავშვის მგრძნობიარე კანისთვის.

 

სამი რჩევა თქვენი ბავშვისთვის საუკეთესო ტანის მოვლის საშუალებების შესარჩევად

 

1.    წაიკითხეთ ეტიკეტი

ბაზარზე არსებული კრემების, ლოსიონების და სპეციალური ტანის მოვლის საშუალებების წარმოუდგენელი რაოდენობის გათვალისწინებით, არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია! რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ინგრედიენტების სია მშობლების უმეტესობისთვის გაუგებარია. ამიტომ საჭიროა მარტივი და პრაქტიკული საშუალებები, რომლებსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ. სწორედ ამიტომ არსებობს Skin Deep® Cosmetics მონაცემთა ბაზა. EWG-ის Skin Deep ® კოსმეტიკური მონაცემთა ბაზა აანალიზებს და აფასებს 80000-ზე მეტი კანის მოვლის საშუალების უსაფრთხოებას, რომლებიც იყიდება თითქმის 3000 ბრენდის ქვეშ. მონაცემები ეფუძნება EWG-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რათა დადგინდეს ინგრედიენტების გავლენა ჯანმრთელობასა და გარემოზე. საძიებო სისტემა აჩვენებს შედეგებს სხეულის მოვლის საშუალებებში შემავალი თითოეული ინგრედიენტისთვის, რაც დაგეხმარებათ აირჩიოთ ის, რაც საუკეთესოა თქვენი შვილისთვის. იგი ასევე აღნიშნავს წარმოების შესაძლო ნარჩენებს და დამაბინძურებლებს, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეულ ნედლეულთან. ეს მონაცემთა ბაზა შესანიშნავი ინსტრუმენტია იმის გასარკვევად, თუ რა შეიძლება იმალებოდეს ეტიკეტის უკან! საიტი ასევე შეიცავს ბავშვის მოვლის საშუალებების ჩამონათვალს. ლოსიონები, შამპუნები, საპნები, საფენების კრემები, ბავშვის ხელსახოცები და სხვა პროდუქტები შედის ამ ჩამონათვალში, რომელიც დაგეხმარებათ აირჩიოთ საუკეთესოები EWG-ის სტანდარტების მიხედვით. თუ რაიმე ეჭვი გაქვთ პროდუქტთან დაკავშირებით, უბრალოდ შეიყვანეთ მისი სახელი და ბრენდი საძიებო ველში, რომ ნახოთ მისი ქულა 1-დან (ყველაზე უსაფრთხო) 10-მდე (ნაკლებად უსაფრთხო).

https://www.ewg.org/skindeep/

2. მოძებნეთ უსაფრთხოების ბეჭედი

 

EWG VERIFIED™ ბეჭედი განსაზღვრავს პროდუქტებსა და ბრენდებს, რომელთა ინგრედიენტები აკმაყოფილებს EWG-ის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მკაცრ კრიტერიუმებს. იმისათვის, რომ პროდუქტი სერტიფიცირებული იყოს EWG VERIFIED™, მწარმოებელმა უნდა მიაწოდოს გამოყენებული ინგრედიენტების ყველა დეტალი, მათ შორის ინგრედიენტები, რომლებიც არ არის მითითებული ეტიკეტზე (ძალიან მცირე რაოდენობით). ისინი ასევე უნდა იყვნენ სრულიად გამჭვირვალე და დაადასტურონ, რომ მათი პროდუქცია არ შეიცავს კანცეროგენულ დამაბინძურებლებს, ენდოკრინულ დამანგრევლებს, მუტაგენებს და სხვა სინთეზურ და დამაბინძურებელ ქიმიურ ნივთიერებებს.

3. ყურადღება მიაქციეთ ალერგენებსა და გამღიზიანებლებს

 

მოერიდეთ ეთერზეთებს საბავშვო პროდუქტებში. ისინი ექსტრაგირებულია ან გამოხდილია არომატული მცენარეების აქროლადი მოლეკულებიდან. მიღებულ ესენციას აქვს ძლიერ აქტიური ინგრედიენტების მაღალი კონცენტრაცია. ამიტომ არ არის რეკომენდებული ეთერზეთების გამოყენება სამ წლამდე ასაკის ბავშვებში.

ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ მეთილქლოროიზოთიაზოლინონის და მეთილიზოთიაზოლინონის შემცველ პროდუქტებს, ორ ცნობილ კონტაქტურ ალერგენს (ისინი ხშირად ანაცვლებენ პარაბენებს).

 

პროდუქტებირომლებიც კარგია თქვენი ბავშვისთვის და პლანეტისთვისრა უნდა შეიძინოთ თქვენი პატარას კანის მოსავლელად?

 

აირჩიეთ ბავშვის სხეულის მოვლის ეს აუცილებელი საშუალებები:

 

• ჰიპოალერგიული დამატენიანებელი ლოსიონი ან კრემი

• ნაზი და ჰიპოალერგიული შამპუნი ან სხეულის დასაბანი საშუალება. 2-in-1 ვერსია პრაქტიკულია ბავშვებში გამოსაყენებლად

• თუთიის Non-nano მინერალური მზისგან დამცავი კრემი (არ გამოიყენოთ ექვს თვემდე)

• ბუნებრივიბიოდეგრადირებადი ბავშვის ხელსახოცები

 

(1)   Rita Stiens, La Vérité sur les Cosmétiques, 2012, p. 223.

(2) Environmental Working Group. Children’s Health Policy Review. Web. May 28, 2008.

(3) Sonya Lunder. Hey Baby, Your Stuff Is Toxic! Enviroblog: EWG. May 23, 2011. Web. <http://ewg.org/enviroblog/2011/05/hey-baby-your-stuff-toxic>