ფრჩხილების კვნეტა, სამეცნიერო ენაზე ონიქოფაგია – საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა,

რომელიც ყველა ასაკს მოიცავს. ადამიანების უმრავლესობა მას არასერიოზულად აღიქვამს,

თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ მას შეუძლია ჯანმრთელობისათვის პრობლემების შექმნა.

კვლევების თანახმად ფრჩხილების კვნეტის ჩვევა ახალგაზრდების 40% და ზრდასრულების

30% ახასიათებს. ამავე კვლევების თანახმად ადამიანების 40% ამ ჩვევით იზიანებს კბილებს.

ფრჩხილების კვნეტის (ჭამის) ხშირად გამომწვევი მიზეზი ნერვიული დაძაბულობა, სტრესი

და შფოთვაა ან ეს უბრალოდ ჩვევაშია გადასული.

 

როდის უნდა შევშფოთდე ფრჩხილების კვნეტის გამო?

თუ თქვენი შვილი ხშირად იკვნეტს ფრჩხილებს ისე მწარედ, რომ სისხლი მოსდის ან

ღრძილები სტკივა, შეატყობინეთ ამის შესახებ მის პედიატრს.

 

იცით რა კავშრია ფრჩხილების კვნეტასა და დაზიანებულ კბილებს შორის?

SOS     ფრჩხილი საკმაოდ მაგარი წარმონაქმნია და მისი მოკვნეტით კბილებზე დიდი ზეწოლა

       ვითარდებადროდადრო ფრჩხილების კვნეტა იწვევს კბილებზე ბზარების გაჩენასმინანქრის ატკეჩასმოტეხვას.

SOS კბილების მექანიკური დაზიანების გარდა ფრჩხილების მოკვნეტას შესაძლოა მოჰყვე

SOS     მავნე ჩვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ღრძილების ანთება.

SOS     განსაკუთრებულად მავნე ზემოქმედებას ახდენს ეს ჩვევა მათზე ვინც ატარებს ბრეკეტებს.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ფრჩხილების კვნეტის დაძლევაში? 



ყურადღება მიაქციეთ, რომ დროულად მოაჭრათ ფრჩხილები 
და კუთხეები გაუქლიბოთ 

იყავით მომთმენი თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვის მიმართ.

პირველ რიგში, სანამ ამ მავნე ჩვევას შეებრძოლებით, მიზეზი უნდა დაადგინოთ. როგორც წესი, ეს ნერვიულობის დროს ხდება. მაგალითად, ბავშვები ფრჩხილების კვნეტას იწყებენ, როცა ბაღში შედიან ან სკოლაში " ფრჩხილებზე გადააქვთ სტრესული სიტუაცია. ან რაიმე სხვა ძლიერი ემოციის დროს.

ბავშვთან ერთად ებრძოლეთ ამ მავნე ჩვევას, ოღონდაც არა ჩხუბით. ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ. შეიძლება, ხელში რამეც დააჭერინოთ " ვთქვათ, კალამი ან პატარა სათამშო. აჩვენეთ კომპიუტერში ფოტოები, თუ როგორ ჩანს მოჭმული ფრჩხილები, რა საშინელი სანახავია და როგორ არ მოსწონთ ეს გოგონებს (ან ბიჭებს " თუ გოგოა). ამგვარი დარწმუნების მეთოდებიც მოქმედებს.

  • გახსოვდეთ, რომ ეს ჩვეულება არის ქვეცნობიერი და შენიშვნები, ჩხუბი არ არის ეფექტური. პირიქით, შეიძლება დაემატოს ნერვიული დაძაბულობა, რაც გაამძაფრებს მდგომარეობას.

 

ჩვევის წინააღმდეგ ნაცადი ხერხი ჰიგიენური ლაქის მოხმარებაა,
რომელსაც იყენებენ, როგორც გოგოების ისე ბიჭების შემთხვევაში.

გთავაზობთ პაზურეკს - ფრჩხილის კვნეტის საწინააღმდეგო ლაქს -
ეფექტურ საშუალებას ფრჩხილების კვნეტის ჩვევის დასაძლევად.

დამზადებულია ფრჩხილის ლაქის საფუძველზე, რომელიც შეიცავს
მწარე ინგრედიენტს. მისი გემო მაშინვე აფხიზლებს ბავშვს და
ფრჩხილების კვნეტას აწყვეტინებს.

წაისვით ფრჩხილებზე ლაქის თხელი ფენა და დაელოდეთ გაშრობას. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

პაზურეკის ლაქი - იცავს ფრჩხილებსა და თითებს კვნეტით დაზიანებისგან.

პროდუქტი განკუთვნილია ბავშვებისთვის 1 წლიდან